1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

რა რე რთ რი რო რუ რწ რჯ
რობ როდ როზ როი როკ რომ როჟ როტ როქ როშ

რომანტიზმი

  1. Fr. romantisme
    XIX საუკუნის დასაწყისში მიმართულება ლიტერატურასა და ხელოვნებაში, რომელიც წინ წამოსწევდა, წინ აყენებდა პიროვნების ინტერესებსა და გრძნობებს. ახასიათებდა არსებული სინამდვილისგან განზე გადგომა, ინდივიდუალიზმი. თავის შემოქმებებაში იყენებდა ისტორიულ და ხალხურ-პოეტურ თემებს.
    Source: სიმბოლოები ქრისტიანულ ხელოვნებაში ენციკლოპედია: [შეადგინა გიორგი კენჭოშვილმა] თბილისი
  2. ისტორიულად ჰქვია აზროვნების ისეთ წესს, რომელიც ვერ ეგუება სამყაროს არასრულყოფილებას, და, მასთან ერთად, ამ სამყაროში ადამიანის მოქმედების გარდუვალ ნაკლულობას.
    Source: პოლიტიკური პრაგმატიზმი თუ პოლიტიკური იდეალიზმი? : უნიადაგო მეოცნებეები ოპორტუნიზმის ჭაობში / მშვიდობის, დემოკრატ. და განვით. კავკას. ინ-ტი ; [რედ.: ზეინაბ სარაძე] - თბ. : CIPDD, 2000.
  3. მეთვრამეტე საუკუნის დასასრულისა და მეცხრამეტე საუკუნის პირველი ათწლეულების ევროპის კულტურული (ფილოსოფიური, ლიტერატურული, მხატვრული) მოძრაობა. ამ მიმდინარეობის აღსანიშნავად გამოყენებული სახელწოდება „რომანტიზმი“ ტერმინ „რომანტიკულს“ უკავშირდება. სიტყვა „romance“, რომელიც XVII საუკუნიდან იხმარება, თავდაპირველად ლექსად გადმოცემულ პოეტურ მონათხრობს აღნიშნავდა („რომანსი“), შემდეგ კი-პროზაულ ნაწარმოებს („რომანი“). სიტყვა „რომანტიკული“ ამავე პერიოდში შუა საუკუნეთა ხალხებსაც მიემართებოდა, რადგანაც ისინი რომაული და ბარბაროსული ელემენტების შერწმით წარმოიშვნენ („romanicus“ და „romanticus“); შუა საუკუნეებთან მიმართებაში ანტიკური ხანა კლასიკური პერიოდია, ამიტომაც ამ ორი ეპოქის ხსენებისას სიტყვების „კლასიკურისა“ და „რომანტიკულის“ წყვილს იშველიებდნენ.შეიძლება ითქვას, რომ რომანტიზმს შუა საუკუნეების რაინდობის ყველა დადებითი თვისება და ნაკლი ახასიათებს: იდეალი და გმირობა, გრძნობისა და ფანტაზიის ცალმხრივობა, ცალკეულ თვისებათა უცნაური და გაზვიადებული ხასიათი. პოლიტიკაში, ხელოვნებასა და ლიტერატურაში რომანტიზმის შემდგომმა განვითარებამ უფრო მის ნაკლოვანებათა გამოაშკარავებას შეუწყო ხელი. რომანტიკოსი იდეალს ისახავს, მას უძღვნის თავს და მასში იკეტება, ისე რომ არც სხვებსა და არც მათ მოსაზრებებს აღარ იღებს მხედველობაში. იდეალი შეიძლება იყოს მისიისა თუ ამბიციის, სამშობლოსა თუ დიდების, თავისუფლებისა თუ სახელმწიფოს იდეალი.
    Source: ფილოსოფიის ისტორია ტ. II / შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9