1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ბა ბდ ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბჰ
ბუდ ბუთ ბუნ ბურ ბუღ

ბუნებითი სამართალი

მის პრინციპებს საფუძვლად დაედო არისტოტელეს, ციცერონის, სტოიკოსების, რომაელი იურისტების, ჟან ბოდენისა და ესპანური გვიანი სქოლასტიკოსების, ფ. ვასკესის, ფ. ვიტორიასა და გ. რიმინის ნაშრომების შესწავლა და მათში არსებული სამართლებრივი იდეების განვრცობა. გროციუსი ბუნებითი, ადამიანის თანდაყოლილი, განუსხვისებელი უფლებების წარმოშობას უკავშირებს ბუნებით მდგომარეობას. სწორედ ბუნებით მდგომარეობაში მოქმედებს ბუნებითი სამართალი, რომლის ძალითაც ადამიანები თავისუფალნი და თანასწორნი არიან. მისი აზრით, ბუნებითი სამართალი არსებობს ღმერთის ნებისაგან დამოუკიდებლად, ე.ი., ის იმდენად მტკიცე და ურღვევია, რომ მისი ბრძანებების შეცვლა ღმერთსაც არ შეუძლია: ბუნებით სამართალს იგი განსაზღვრავს როგორც “ჯანსაღი გონების წინაპირობებს”. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ქცევა, რომელიც ლახავს ადამიანის თანდაყოლილ ბუნებით უფლებებს, მორალურად გაუმართლებელ დანაშაულად განიხილება. გროციუსის თანახმად, სამართლიანია მხოლოდ ის უფლებები, რაც ადამიანს თავისთავად ეკუთვნის, რომელთა დაცვასაც გვაკისრებს მისი ცოცხალ, გონიერ არსებად ყოფნა. ხოლო ამ უფლებების წარმოშობის ძირითად წყაროდ მას სამართლიანობა მიაჩნია.
Source: მაჭარაშვილი ო. ადამიანის უფლებების განვითარება სამართლის ფილოსოფიაში //ალმანახი № 18, [სისხლის სამართალი],-საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, - 2003
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9