1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სეგ სევ სეზ სეი სეკ სელ სემ სენ სეპ სერ სეს სეფ სექ სეც

სეკულარისტები

სეკულარიზმის პრინციპი თურქეთში იყო ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპი, რაც დღესაც წარმოადგენს რესპუბლიკის კონსტიტუციურ თავისებურებას. სეკულარიზმის დამკვიდრებამ უდიდესი დაძაბულობა წარმოშვა ქემალისტებსა და კონსერვატიულ სუნიტ მუსლიმებს შორის (რომელთაც ხშირად ისლამისტებადაც მოიხსენიებდნენ), რომლებიც კვლავაც გარკვეულად ზემოქმედებდნენ თურქეთის პოლიტიკაზე. სეკულარისტები ადანაშაულებდნენ ისლამისტებს, თითქოს მათ სურდათ აღედგინათ ხანა, როდესაც ქვეყანა იმართებოდა ისლამური კანონებით. ისლამისტები უარყოფდნენ ამ ბრალდებას და აცხადებდნენ, რომ სურდათ ისეთი ქვეყანა, რომელიც იხელმძღანელებდა მორალური პრინციპებით. მათ შექმნეს პოლიტიკური პარტიები, საკუთარ იდეათა წამოწევისა და პოპულარიზაციისათვის, თუმცა ამ იდეათა უმრავლესობა უარყოფილ იქნა. როგორც ათათურქის მემკვიდრეს, თურქეთის ჯარს კონსტიტუციით მანდატირებული აქვს ქვეყნის გარანტის ფუნქცია. აღსანიშნავია, რომ 2001 წელს სამხედრო ფენა ენერგიულად იცავდა ქვეყნის სეკულარულ ბუნებას.
Source: აღმსარებლობის თავისუფლება ეუთოს წევრ ქვეყნებში : სამართლ. მიმოხილვა - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9