1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სიბ სიდ სივ სით სიკ სილ სიმ სინ სიო სის სიტ სიუ სიქ სიღ სიყ სიც სიძ

სინტაქსური ინტერფერენცია

ყველაზე გავრცელებული შემთხვევაა სიტყვათა ჩვეული მიმდევრობის შეცვლა რომელიმე ენის გავლენით შვეიცარიელი ენათმეცნიერის, ფერდინანდ დე სოსიურის მთავარი ნაწარმოები „Cours de linguistique générale“ (ზოგადი ენათმეცნიერების კურსი) მისმა სტუდენტებმა მასწავლებლის სიკვდილის შემდეგ შეადგინეს ლექციათა ჩანაწერების საფუძველზე და გამოაქვეყნეს 1915 წელს. ეს წიგნი არა მარტო თანამედროვე ენათმეცნიერების ერთ-ერთ ფუძემდებლურ ნაშრომად იქცა, არამედ სტიმული მისცა ისეთი ახალი და განსაკუთრებული დარგებისა და მეცნიერული მიმდინარეობების ჩამოყალიბებას, როგორებიცაა სემიოტიკა და სტრუქტურალიზმი. მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ამ კურსიდან გამომდინარე შედეგებმა სოციოლოგიური მეთოდოლოგიის გამდიდრებაზეც. მაგრამ აქ ინტერესს მოკლებული არ უნდა იყოს ის ფაქტი, რომ თვით დე სოსიურის ენათმეცნიერული შეხედულებები ჩამოყალიბდა მის მიერ თანამედროვე სოციოლოგიის ერთ-ერთი დამაარსებლის, დიურკჰაიმის ნაწარმოებთა შესწავლის შედეგად. დიურკჰაიმის მიერ ერთი მხრივ საზოგადოების აგების ჰარმონიული პრინციპის აქცენტირება, მეორე მხრივ კი — საზოგადოების შესწავლა მისი ისტორიული განვითარებისაგან აბსტრაჰირებულად სწორედ ის ორი ძირითადი მომენტი იყო, რომელზედაც დაამკვიდრა დე სოსიურმა ენის თავისი თეორია.
Source: ლადარია ნოდარ. სოციოლინგვისტიკა : [სახელმძღვ. სოციალ. მეცნიერებების მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : მეცნიერება, 2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9