მაქს ვებერის მიხედვით, სოციალური მოქმედება შეჭიდულია იმ სუბიექტურ მნიშვნელობასთან, რასაც მასში დებს აქტორი, ანუ, ის, ვინც მოქმედებს. მოქმედება განისაზღრება, იმდენად, რამდენადაც მოქმედი ინდივიდუუმი ანიჭებს სუბიექტურ მნიშვნელობას საკუთარ მოქმედებას – იქნება ის ფარული თუ ღია, შეცდომა თუ დათმობა. მოქმედება არის სოციალური იმდენად, რამდენადაც ,,მისი სუბიექტური მნიშვნელობა ანგარიშს უწევს სხვების ქცევას და და ამიტომ მიმართულია მისი მიმართულებით” (ანუ, სოციალურის მიმართულებით). ამ ამოსავალმა უბიძგა ვებერს გაეგო სოციოკულტურული ფენომენი სხვაგვარად, ვიდრე ეს არის მიღებული საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში [საკუთარი საგნის მიმართ], და მიეძღვნა მეთოდოლოგიური განაზრებები იმის გზების ახსნას, რომლებითაც ეს ,,ინტელექტუალური და ფსიქოლოგიური” ფენომენი შეიძლება ყოფილიყო ნაწვდომი ,,გაგების” პროცესის საშუალებით. ე.წ. ,,ობიექტური” სტატისტიკაც კი არ შეილება გაგებული იქნეს მხოლოდ როგორც ,,სოციალური მოქმედების მიმართულების გაგებადი (წვდომადი) სუბიექტური მნიშვნელობა”
Source: თევზაძე გიგი. ინსტიტუციური ცვლილებების სოციოლოგია : [სახელმძღვ. სოციალ. მეცნიერებების მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : მეცნიერება, 2002 - 108გვ. ; 20სმ. - (სოციალ. მეცნ. სერია / ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო") - - რეზ. ინგლ. ენ. - ISBN 99928-893-9-0 : [ფ.ა.],