ინგლისელი სოციოლოგი ენტონი გიდენსი განმარტავს სქესს, როგორც „ბიოლოგიურ ან ანატომიურ განსხვავებას ქალებსა და მამაკაცებს შორის“, მაშინ როცა გენდერი გულისხმობს „მამრთა და მდედრთა შორის არსებულ ფსიქოლოგიურ, სოციალურ და კულტურულ განსხვავებებს
Source: ლადარია ნოდარ. სოციოლინგვისტიკა : [სახელმძღვ. სოციალ. მეცნიერებების მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : მეცნიერება, 2002
გულისხმობს ბიოლოგიას, ადამიანის გენეტიკურ და ფიზიოლოგიურ თვისებებს, რომლებიც გვიჩვენებენ, მამრია იგი, თუ მდედრი. ქალის ან მამაკაცის ბიოლოგიური სქესი სტატიკურია ანუ იგი არ იცვლება, არის უნივერსალური და აშკარად დაკავშირებულია რეპროდუქციულ ფუნქციებთან. მნიშვნელოვანი სქესობრივი განსხვავება არის ის, რომ ქალს შეუძლია ბავშვის გაჩენა, ხოლო კაცს - არა. კიდევ ერთი სქესობრივი განსხვავება ისაა, რომ კაცს მუსკულატურა ძირითადად უფრო მძლავრი აქვს, ვიდრე ქალს.
Source: გენდერული ტრენინგი პედაგოგებისათვის / [რედ.: მარიამ მიქაშავიძე, ქეთი საყვარელიძე]; მხატვ.: ბუბა ოჩიაური - თბ. : სიესტა, 2004
განსაზღვრავს ქალსა და მამაკაცს შორის ანატომიურ და ფიზიოლოგიურ სხვაობებს და ამ სხვაობათა კავშირს რეპროდუქციის უნართან. სქესი ბიოლოგიურად არის დეტერმინირებული.
Source: წერეთელი მზია. გენდერი-კულტურული და სოციალური კონსტრუქტი: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მზია წერეთელი ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
ადამიანების კლასიფიკაცია კაცებად და ქალებად. დაბადებისას ახალშობილებისათვის სქესის მინიჭება ხდება სხეულებრივი მახასიათებლების კომბინაციის საფუძველზე, როგორიც არის: ქრომოსომები, ჰორმონები, შიდა რეპროდუქციული ორგანოები და გენიტალიები.
Source: შესავალი ლგბტ ჟურნალისტიკაში/[ავტ. შორენა გაბუნია; რედ. ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 319 გვ.; 20 სმ.. - დანართები: გვ. 145-316. - განმარტ. ლექსიკონი: გვ. 3-34