1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

8

8 მარტი

  1. ქალთა საერთაშორისო დღე
    Source: ბრანდერი პატრიცია. კომპასი : სახელმძღვ. ადამიანის უფლებათა განათლ. სფეროში ახალგაზრდების მონაწილეობით / ავტ.: პატრიცია ბრანდერი, რუი გომესი, ელლი კინი და სხვ. ; [მთარგმნ.: მაკა წულუკიძე, ტატა პატარაია ; რედ.: პატრიცია ბრანდერი და სხვ., ქართ. გამოც. რედ.: გიორგი კენჭოშვილი] ; მხატვ.: პანჩო - [თბ.], 2004
  2. ქალთა საერთაშორისო დღე. 8 მარტს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნავენ. ამ დღეს აღნიშნავს ასევე გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ზოგიერთ ქვეყანაში კი (მათ შორის საქართველოში დედათა დღეს 3 მარტთან ერთად), ეროვნულ დღესასწაულადაა გამოცხადებული. ქალთა საერთაშორისო დღის დაწესების იდეა პირველად მეოცე საუკუნის დამდეგს გაჩნდა. 1909 წელს, ამერიკის სოციალისტური პარტიის დეკლარაციის საფუძველზე ამერიკის შტატებში პირველი ქალთა ეროვნული დღე 28 თებერვალს აღინიშნა. 1913 წლამდე ამერიკაში ქალთა დღეს თებერვლის ბოლო კვირა დღეს აღნიშნავდნენ. 1910 წელს სოციალისტური ინტერნაციონალის შეხვედრაზე კოპენჰაგენში ქალთა დღის დაარსება ქალთა მოძრაობის ღვაწლის დასაფასებლად და ასევე იმის საჩვენებლად, ქალებისათვის არჩევნებში მონაწილების უფლების მინიჭბის მოთხოვნისადმი მხარდაჭერის გამოსახატავად. კონფერენციის 100-მა მონაწილე ქალმა 17 ქვეყნიდან (რომელთა შორისაც იყო პირველი სამი ქალი, რომელიც ფინეთის პარლამენტში აირჩიეს) ერთხმად მიიღო ეს შემოთავაზება, თუმცაღა კონკრეტული თარიღი არ დაუდგენიათ. ამ გადაწყვეტილების შესასრულებლად 1911 წელს ქალთა საერთაშორისო დღე ავსტრია, დანია, გერმანიასა და შვეიცარიაში 19 მარტს აღინიშნა. ამ ქვეყნებში მილიონზე მეტმა ქალმა და მამაკაცმა მიიღო მონაწილეობა მსვლელობებში, რომელთა მოთხოვნები ქალებისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლებისა და გადაწყვეტილების მიმღებ დონეებზე მათი რაოდენობის გაზრდის გარდა, ქალებისთვის მუშაობის უფლების, პროფესიულ წვრთნის საშუალებისა და სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციის აღმოფხვრას შეადგენდა. 1913-1914 წლებში რუსმა ქალებმა აღნიშნეს თავიანთი პირველი ქალთა საერთაშორისო დღე 1913 წლის თებერვლის უკანასკნლე კვირა დღეს. რუსეთში ქალთა დღის აღნიშვნა პირველი მსოფლიო ომის საფრთხის აცილებისათვის მებრძოლი სამშვიდობო მოძრაობის ღონისძიებათა ფარგლებში მოხდა. მომავალ წელს ევროპის სხვადსხვა ქვეყნებში ქალებმა 8 მარტს გამართეს მსვლელობა ომის წინააღმდეგ.1917 წელს, მაშინ, როდესაც რუსეთის დროში ქვეშ მებრძოლი 2 მილიონი ჯარისკაცი დაიღუპა პირველი მსოფლიო ომის ბრძოლებში, რუსეთის იმპერიის ქალებმა ისევ თებერვლის ბოლო კვირა დღე აირჩიეს გაფიცვისათვის „პური და მშვიდობა“. პოლიტიკური ლიდერები ეწინააღმდეგებოდნენ ამ გაფიცვას, მაგრამ ქალებმა თავისი არ დაიშალეს. გაფიცვიდან ოთხი დღის შემდეგ მეფე ჩამოაგდეს და დროებითმა მთავრობამ ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცა. ეს ისტორიული კვირა დღე, როდესაც გაფიცვა გაიმართა დაემთხვა 23 თებერვალს იულიანური კალენდრით (რომელიც იმ ჟამად გამოიყენებოდა რუსეთში), ხოლო გრიგორიანული კალენდრით ეს იყო 8 მარტი.ამ მოვლენათა შემდეგ ქალთა საერთაშორისო დღე მსოფლიოს მასშტაბით დამკვიდრდა.
    Source: საბედაშვილი თამარ. ქალთა უფლებების ისტორიული ასპექტები: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / თამარ საბედაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 112გვ.; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - - რეზ. ინგლ. ენ. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. – ISBN 99940-871-0-X : [ფ.ა.]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9