1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ბა ბდ ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბჰ
ბრა ბრბ ბრე ბრი ბრუ ბრძ

ბრიკოლაჟი

  1. ანუ ,,მიკერება“, ფრანგი სოციოლოგის დენიელ ერვიულეჟეს ტერმინი.თანამედროვეობას ადამიანის ყოფა ბედისწერიდან არჩევანისაკენ მიჰყავს და აღმსარებლობასაც ატყვია ამისი კვალი. და როგორც თანამედროვეობას ძალაუნებურად მივყავართ განპიროვნებულობისაკენ, ასევე თანადროული რელიგიის მიმდევრებიც იაზრებენ, არჩევენ და საკუთარ თავზე ირგებენ იმ რელიგიური ხასიათის ინფორმაციას, რაზედაც მათ ხელი მიუწვდებათ. ფრანგმა სოციოლოგმა დენიელ ერვიუ-ლეჟემ [Hervieu-Leger] ამ ფენომენს ,,ბრიკოლაჟი’‘, ანუ ,,მიკერება’‘ უწოდა (როგორც რომ ლეგოს ასაწყობ თამაშში მიეწყობა ნაწილები ერთმანეთს, სრული სტრუქტურის მისაღწევად); მისი ამერიკელი კოლეგა რობერტ უთნოუ [Wuthnow] უფრო შორს წავიდა და ,,კუბოკრული’‘, თუ ,,ნაჭერ-ნაჭერ’‘ გაწყობილი რელიგიის ცნება შემოიტანა. თუმცა, მე თუ მკითხავთ, ამერიკულ ინგლისურში ისედაც ადვილად ჯდება ამგვარი გაგება - რწმენის შერჩევითობა - რაც მყიდველ/მომხმარებლის იმ უფლებაზე მიანიშნებს, თავად შეარჩიოს საკუთარი სარწმუნოება და მომავლისთვის იმის უფლებაც დაიტოვოს, ოდესმე კვლავ შეიცვალოს მრწამსი თუ არა.
    Source: თავისუფლება №5 (41)მაისი, - [თავისუფლების ინსტიტუტი],-2005წ.
  2. ლევი სტროსი, თავის ცნობილ ნაშრომში „ველური ცნობიერება“, წერს რომ მაგიური გზები, რომლებიც გამოიყენება პრიმიტიული ხალხების მიერ (ცრურწმენა, ჯადოქრობა, მითები) შეიძლება დავინახოთ როგორც ერთი შეხედვით გამაოგნებელი, მაგრამ ერთიანი, ლოგიკური, ურთიერთ-დამაკავშირებელი სისტემების არსებობა, რომლებიც კონკრეტულ საგნებს ერთმანეთთან აკავშირებენ და შესაბამისად ამარტივებენ გარშემო სამყაროს მოაზრებას. გაერთიანების ამ ჯადოსნურ სისტემებს ახასიათებთ ერთი საერთო ნიშანი: მათ შეუძლიათ უსასრულოდ გაფართოვდნენ, რადგანაც ბაზისური ელემენტების გამოყენება შეიძლება ბევრ სხვადასხვა იმპროვიზირებულ კომბინაციაში; შედეგად ხდება ახალი მნიშვნელობების გენერირება მოცემული სისტემებისვე ფარგლებში. ბრიკოლაჟი აღიწერება როგორც „კონკრეტულის მეცნიერება“, რაც მის თავდაპირველ ანთროპოლიგიურ მნიშვნელობას უფრო აზუსტებს: ბრიკოლაჟი ეხება იმ საშუალებებს, რომელთა გამოყენებისას ველური ცნობიერება ურთიერთობას ამყარებს გარშემო სამყაროსთან. ეს პროცესი მოიცავს „კონკრეტულის მეცნიერებას“ (განსხვავებით ჩვენი „ცივილური“ აბსტრაქტული მეცნიერებისგან), რომელიც ფრთხილად და ზუსტად აწესრიგებს და სტრუქტურებად აწყობს ფიზიკური სამყაროს დეტალებს ჩვენთვის უცხო ლოგიკის საშუალებით. ამგვარად, იმპროვიზირებული სტრუქტურები წარმოადგენენ გარემოში არსებული მოვლენების მიმართ დროებით პასუხს; შემდეგ ხდება გარკვეული საგნების ერთმანეთთან გაერთიანება, ბუნებისა და საზოგადოების თვისებებს შორის ანალოგიების პოვნა რაც მათ ეხმარებათ იცხოვრონ ისეთ სამყაროში, რომელიც ახსნას ექვემდებარება (ჰოუკი, 1977). სუბკულტურული ბრიკოლერი, ისევე როგორც სურეალისტური კოლაჟის ავტორი, როგორც წესი ახდენს ორი ერთის მხრივ შეუთავსებელი რეალობის ერთ სიბრტყეზე მოთავასებას (მაგ., დროშა, ქურთუკი, სავარცხელი: იარაღი) და სწორედ აქ ხდება „ამ საგნების ფეთქებადი გადაკვეთა“ (მაქს ერნსტი 1948). პანკური მოძრაობა ანარქისტული სულისკვეთების სუბკულტურული გამოყენების ყველაზე კარგ მაგალითს წარმოადგენს. პანკური მოძრაობის წიაღში მნიშვნელობის რეორგანიზაციისა და შეფერხების მიზნით ხორციელდებოდა „ტრანსფორმაცია და დეფორმაცია“.
    Source: ასათიანი მარიკა. კულტურის სოციოლოგია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მარიკა ასათიანი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9