1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ცე ცი ცნ ცო ცრ ცუ ცხ
ცივ ციკ ცილ ცინ ცის ციფ ციც

ცინცაძე კალისტრატე

XIX-XX საუკუნეების დიდი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი და მკვლევარი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მას დამთავრებული ჰქონდა კიევის სასულიერო აკადემია (სამეცნიერო ხარისხით) და ერთობ განათლებული პიროვნება გახლდათ; შესანიშნავად იცნობდა როგორც ბიბლიას, ისე ეკლესიის მამათა წერილობით მემკვიდრეობას, სარწმუნოებას და ღვთისმეტყველებას; განმსჭვალული იყო სახარების სულით და ქრისტეს მოძღვრებას სიღრმისეულად მოიაზრებდა. ამის გამო ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა მისი პოზიციები საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და კონფესიათაშორის ურთიერთობების საკითხებზე, რაც ასახულია ქადაგებებშიც, პუბლიცისტურ წერილებშიც, სამეცნიერო შრომებშიც და მემუარებშიც. კათალიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხში დემოკრატიის იდეას ავითარებდა და ეკლესიის სახელმწიფოსაგან და სკოლის ეკლესიისაგან გამოყოფის კანონზომიერების საფუძვლებს საღვთო წერილსა და საღვთო გადმოცემაში ხედავდა. პიროვნებისა და მისი სინდისის ხელშეუხებლობა, ნების და არჩევანის თავისუფლება, ინდივიდის დამოუკიდებლობა ქრისტიანული მოძღვრების არსებითი ნიშანია და რაც უფრო სრულყოფილად შევიგრძნობთ ამ მოძღვრების მაჯისცემას, მისი შინაგანი კავშირი თანამედროვე ცივილიზაციის მონაპოვართან - თავისუფლებასა და დემოკრატიასთან - მით უფრო გამოიკვეთება და გაცხადდება. თავისუფლება და დემოკრატია ქრისტიანული პოლიტოლოგიის ფესვს წარმოადგენს და ისტორიის მიზანიც ამ ფესვის გახარება და განაყოფიერებაა. ესაა ეკლესიოლოგიური თვალსაზრისი, რომლის საყრდენი პუნქტი სიყვარულისა და კაცთა შორის სათნოების სახარებისეული გაგებაა.
Source: თავისუფლება №5, - [თავისუფლების ინსტიტუტი],-2002წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9