1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ე- ეა ებ ეგ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჩ ეჭ
ევა ევგ ევთ ევრ ევქ

ევთანაზია

  1. E. Euthanasia
    Gk. ,,eu” – კარგად და ,,tha’natos” – სიკვდილი
    პირველად 70-იანი წლების დასაწყისში, ჰოლანდიაში გაჩნდა. ევთანაზია ნიშნავს ავადმყოფის სიკვდილის დაჩქარებას, ანუ მის მოკვდინებას, მისივე თხოვნით, გარკვეული ქმედებებით ან უმოქმედობით, მათ შორის სიცოცხლის შენარჩუნების ხელოვნური ზომების შეწყვეტით. ევთანაზიის სამ სახეს არჩევენ:
    1. აქტიური ევთანაზია – სწრაფი სიკვდილის გამოწვევის მიზნით, პაციენტისათვის სხვადასხვა პრეპარატების შეყვანა ან სხვა ქმედება.
    2. პასიური ევთანაზია – სწრაფი სიკვდილის გამოწვევის მიზნით, ექიმების მიერ დამხმარე თერაპიის ზომების შეწყვეტა.
    3. თვითმკვლელობა ექიმის დახმარებით (assisted suicide) – ავადმყოფისვე თხოვნით, მისთვის სიცოცხლის მომსწრაფველი პრეპარატების, ან მათ შესახებ ინფორმაციის გადაცემა.
    Source: თავისუფლება № 7 (19)ივლისის, - [თავისუფლების ინსტიტუტი],- 2003 წ.
  2. Gk. ეუტ – ტკბილი, უშფოთველი, ტჰანატოს – სიკვდილი
    უკურნებელი სენით დაავადებული, სიკვდილისწინა სტადიაში მყოფი ავადმყოფის სიცოცხლის განზრახ შეწყვეტა მისივე დაჟინებული თხოვნით. მედიცინასა და სამართალში ერთმანეთისაგან განარჩევენ აქტიურ და პასიურ ევთანაზიას. აქტიური ევთანაზიის დროს ხდება ავადმყოფისათვის სიცოცხლის მოსპობა მოწყალების საბაბით, სამედიცინო პერსონალის ან სხვა პირის მიერ აქტიური მოქმედებების შესრულებით (მაგალითად, მომაკვდინებელი ინექციის შეყვანით, წამლის დიდი დოზის მიცემით და სხვა); პასიური ევთანაზია ნიშნავს, სამედიცინო მუშაკის ან სხვა პირის მიერ შეზღუდული ან რთული მეთოდებით ორგანიზებული მკურნალობის შეწყვეტას მოწყალების საბაბით, რომელიც იწვევს ავადმყოფის გარდაუვალ სიკვდილს. ევთანაზიის საკითხი უკავშირდება სიცოცხლის უფლებასა და სიცოცხლის დასრულების უფლებას (სიცოცხლის ღირსეულად დასრულების უფლებას). მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, გარდა ნიდერლანდებისა და ბელგიისა, ევთანაზიის აქტი აკრძალულია. ევთანაზია (აქტიური და პასიური ფორმები) აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით:, ,,მკვლელობა მსხვერპლის დაჟინებული თხოვნით და მისი ნამდვილი ნების შესაბამისად, ჩადენილი მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილისაგან განთავისუფლების მიზნით, -ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე” (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლი); ,,სამედიცინო პერსონალს, აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, ეკრძალება ევთანაზიის განხორციელება ან ამ უკანასკნელში მონაწილეობის მიღება” (საქართველოს 1997 წლის 10 დეკემბრის ჯანდაცვის შესახებ კანონის 151-ე მუხლი). ასევე მიუღებელი აღმოჩნდა ევთანაზიის დაშვება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის (საქმე სიცოცხლის უფლების დარღვევას ეხებოდა) სტრასბურგის სასამართლომ ევთანაზიის ფაქტი სიცოცხლის ხელყოფად აღიარა.
    Source: ირმა მანჯავიძე, ლევან ლაბაური, მარინე კვაჭაძე. ადამიანის უფლებათა დაცვა ჯანდაცვის სფეროში და სიტყვის თავისუფლება - თბ., 2006.
  3. უკურნებელი სენით დაავადებული, სიკვდილისწინა სტადიაში მყოფი ავადმყოფის სიცოცხლის განზრახ შეწყვეტა მისივე თხოვნით.
    Source: საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ: სემინარი, ქ. ზუგდიდის სამედიცინო დაწესებულებათა თანამშრომელთა არასამთავრობო სექტორისა და მასმედიის წარმომადგენლებისათვის-საქ. პარლამენტის უწყებანი, 2006 წ. 7 აპრილი.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9