1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კად კავ კაზ კათ კაი კალ კამ კან კაპ კარ კას კატ კაუ

კაპიტალიზმი

  1. ეფუძნება საბაზრო ეკონომიკას, კერძო საკუთრებას, დემოკრატიულ მმართველობას, ძალაუფლებათა დანაწილებას, სამოქალაქო საზოგადოებასა და ადამიანის უფლებების პრიმატს. კაპიტალიზმი, ისტორიული პერსპექტივის თვალსაზრისით, ძალიან ახალგაზრდაა - მისი ჩამოყალიბება სამრეწველო რევოლუციას ემთხვევა და დაახლოებით ორ-ნახევარ საუკუნეს ითვლის. იმ სახით, რომლითაც მას დღეს ვიცნობთ, მან დაიწყო ტრანსფორმაცია აშშ-ში „დიდი დეპრესიის“ შედეგების დაძლევის პროცესში 1930-იან წლებში და მეტნაკლებად დასრულებული სახე (განვითარების დღევანდელი ეტაპისათვის) უკვე გასული საუკუნის ბოლოსათვის მიიღო. მიუხედავად თავისი წამყვანი პოზიციისა, მსოფლიოში კაპიტალიზმი ძირითადად მაინც დასავლურ-ევროპულ რეგიონულ პროექტად გვევლინება, რომელშიც საბოლოოდ ჩართულია დედამიწაზე არსებულ სახელმწიფოთა აბსოლუტური უმცირესობა
    Source: მელიქიძე ვალერი. მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ვალერი მელიქიძე; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
  2. ეკონომიკური სისტემა, რომელშიც სიმდიდრეს ფლობენ კერძო პირები ან ბიზნესები და სამომხმარებლო ნივთები იწარმოება გაცვლის მიზნით, ბაზრის კარნახით.
    Source: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9