1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კიდ კით კინ კიო კირ კიუ

კიოტოს ოქმი

ბუნებრივ გარემოსთან მიმართებაში ერთადერთი რეალურად მომქმედი მექანიზმი,ჩარჩო დოკუმენტია იმ ღონისძიებებისათვის, რომლებიც მიმართულია ატმოსფეროში ადამიანის მოქმედების შედეგად მოხვედრილი ნახშირორჟანგის მოცულობის სტაბილიზაციაზე და შემცირებაზე. ამ ხელშეკრულების ფარგლებში ყველაზე დიდი ვალდებულებები თავის თავზე აიღო ევროგაერთიანებამ - შეამციროს ე.წ. „სათბურის გაზის“ ემისია 2008-12 წლებისათვის 8%-თ 1990 წლის დონესთან შედარებით, აშშ-მ 7, ხოლო იაპონიამ 6%-თ. რუსეთმა, უკრაინამ და ახალმა ზელანდიამ იკისრა ვალდებულებები მოახდინოს თავისი ემისიების სტაბილიზაცია 1990 წლის დონეზე. საბოლოო ჯამში, ამ ოქმის რეალიზაციის შედეგად ნახშირორჟანგის ემისია სულ 5%-თ უნდა შემცირდეს. განვითარებად ქვეყნებს ეს ვალდებულებები საერთოდ არ ეხებათ, მ.შ. ჩინეთს, რომელიც აშშ-ს შემდეგ ნახშირორჟანგის ყველაზე დიდ „მწარმოებელია“ დედამიწაზე და ინდოეთს, რომელიც მას დიდად არ ჩამორჩება. საბოლოო ჯამში, ეს ორი ქვეყანა ეტყობა მრავალჯერ გადაჭარბებს ნახშირორჟანგის ემისიის იმ შემცირებას, რომელსაც განვითარებული ქვეყნები დიდი ჯაფის შედეგად მიაღწევენ.
Source: მელიქიძე ვალერი. მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ვალერი მელიქიძე; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9