1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პრა პრე პრი პრო პრუ

პრაიმერიზი

შტატის დონეზე გამართული არჩევნები, როდესაც შტატის მცხოვრებნი ირჩევენ დელეგატებს, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს. პრაიმერიზი შეიძლება იყოს ღია ან დახურული. ღიაა, თუ შტატში რეგისტრირებულ ნებისმიერ ამომრჩეველს უფლება აქვს, ხმა მისცეს რომელიმე პარტიის კანდიდატს. დახურულია, თუ ხმის მიცემის უფლება მხოლოდ პარტიის რეგისტრირებულ წევრებს აქვთ. მაგალითად, ნიუ-იორკში დახურული პრაიმერიზი ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2 მარტს მხოლოდ დემოკრატიული პარტიის რეგისტრირებულ წევრებს აქვთ ხმის მიცემის უფლება. ვირჯინიაში ღია პრაიმერიზია, ანუ როგორც დემოკრატებს, ისე რესპუბლიკელებს შეუძლიათ, დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევაში მიიღონ მონაწილეობა. ზოგიერთი შტატი, მაგალითად, ჩრდილოეთ კაროლინა, საერთოდ არ აწარმოებს ამომრჩეველთა რეგისტრაციას პარტიული კუთვნილების მიხედვით, სხვაგან კი, მაგალითად, ტეხასში პარტიის პრაიმერიზზე მისვლა იმას ნიშნავს, რომ ამ პარტიის წევრი ხდები.
Source: თავისუფლება №2(26), - [თავისუფლების ინსტიტუტი],-2004წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9