1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

რა რე რთ რი რო რუ რწ რჯ
რეა რეგ რედ რეე რევ რეზ რეი რეკ რელ რენ რეპ რეჟ რეს რეფ რეც

რეალიზმი

  1. E. realism
    საერთაშორისო ურთიერთობების გაბატონებულ თეორიას წარმოადგენს, ხოლო მის საწყისებს ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში შეიძლება მივაკვლიოთ. არსებობს სამი ძირითადი ელემენტი, რომელიც გაიგივებულია რეალიზმთან - სტატიზმი, გადარჩენა და თვით დახმარება.რეალისტები ხშირად იმეორებენ, რომ უკანასკნელი ოცდახუთი საუკუნის მანძილზე მსოფლიო პოლიტიკის ხასიათი არ შეცვლილა - მის საფუძველშია ომები, რომლებიც დროებით წყდება მომავალი ომებისათვის მოსამზადებლად. ისინი აგრეთვე, ამტკიცებენ, რომ საერთაშორისო ურთიერთობებისათვის უწყვეტობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცვლილებები. რეალიზმის დღევანდელი წარმომადგენლებისათვის ანუ ნეო-რეალისტებისათვის, პოლიტიკა იდენტიფიცერულია კაპიტალიზმისა და დასავლური დემოკრატიული ფასეულობებისა და ინსტიტუტების გავრცელების ხელის შეწყობასთან. საერთაშორისო სისტემის სტრუქტურა განაპირობებს საგარეო პოლიტიკის ნებისმიერ არჩევანს. ხოლო ზოგიერთი რეალისტის წარმოდგენით, ეს სტრუქტურა, თავის მხრივ, განპირობებულია საერთაშორისო სისტემის მაორგანიზებელი პრინციპით, რომელსაც ანარქია წარმოადგენს. ანარქიის ქვეშ ყველაზე ხშირად იგულისხმება ის, რომ საერთაშორისო ურთიერთობები ხდება ისეთ ასპარეზზე, სადაც არ არსებობს ყოვლისმომცველი, ცენტრალური ხელისუფლება, რომელიც ცალკეული სუვერენული სახელმწიფოების ნაკრებზე მაღლა დგას. დამატებით, ასეთ სისტემაში, უფრო ძლიერ სახელმწიფოებს, საზოგადოდ მეტი გავლენა აქვთ. ტრადიციული რეალისტები აღიარებენ, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ძალაუფლების განსხვავებული ელემენტები (მაგალითად, ეკონომიკური რესურსები ანდა ტექნოლოგია), სამხედრო ძალა სახელმწიფოს ძლიერების ყველაზე მნიშვნელოვანი (აშკარა) ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ ნეორეალისტებიც თვლიან, რომ სამხედრო ძალა დღესაც სახელმწიფოს მართვის განუყოფელი ნაწილია, მათი აზრით, ძალაუფლება უფრო მეტია, ვიდრე სახელმწიფოს მიერ სამხედრო რესურსების მობილიზაციისა და მის მიერ ამ ძალის გამოყენების უნარი სისტემის სხვა სახელმწიფოების დასაყოლიებლად და მათზე კონტროლის განსახორციელებლად. ისინი ხედავენ ძალაუფლებას როგორც სახელმწიფოს შესაძლებლობების ნაერთს. სახელმწიფოები განსხვავდებიან სისტემაში მათი ძალის და არა მათი ფუნქციების შესაბამისად. ძალაუფლება ანიჭებს სახელმწიფოს ადგილს, ანუ პოზიციას, საერთაშორისო სისტემის ფარგლებში და ეს ადგილი განაპირობებს მის ქცევას.
    Source: მელიქიძე ვალერი. მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ვალერი მელიქიძე; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
  2. მსოფლმხედველობა, რომლის თანახმადაც არსებობს პირდაპირი შესაბამისობა ობიექტებსა და ჩვენს ინტერპრეტაციებს შორის; რეალიზმის მიხედვით, ჩვენ „ვიცით“ ეს ობიექტები იმდენად, რამდენადაც მის შესახებ არსებობს თავისთავადი ფაქტები, რომელთა აღქმა-გააზრება შეგვიძლია.
    Source: შესავალი ლგბტ ფსიქოლოგიაში/[რედ.: შორენა გაბუნია, ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 408 გვ.; 20 სმ. - განმარტებითი ლექსიკონი: გვ. 384-408.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9