1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ღა ღვ ღი ღმ ღო ღრ ღუ
ღია ღირ

ღირსების ეთიკა

ტრანსცენდენტულობას ემყარება. მისი თანამედროვე განვითარება პროტესტანტური რეფორმაციის მიერ ადამიანის ხელმეორე აღმოჩენიდან იღებს სათავეს. ამ ეთიკის თანახმად, ადამიანი არ შეიძლება იქცეს პიროვნებად და თავისი შრომისა და ძალისხმევის წყალობით მიაღწიოს საბოლოო აღიარებას. ადამიანის ბედს განსაზღვრავს არა მისი უნარ-ჩვევების დახვეწა, არამედ ღვთიური მადლი და შესაძლებლობების სრულყოფილება. ადამიანის ღირსება არ არის დამოკიდებული არც მის მიმართ გარშემომყოფთა დამოკიდებულებაზე, არც საზოგადოებაზე და არც სახელმწიფოზე. საბოლოოდ, ადამიანს ენიჭება უსაზღვრო ღირსება, რომელიც ვინმეს ძალისხმევის ნაყოფი კი არ არის, არამედ ღვთისგან ბოძებული უანგარო საჩუქარია. პროტესტანტური რეფორმაციის შემდეგ ღირსების ეთიკამ საერო ფორმები შეიძინა. ემანუელ კანტმა მას დასრულებული სახე მისცა. კანტმა კატეგორიული იმპერატივის სახით ჩამოაყალიბა ფორმულა, რომელიც ადამიანისაგან სხვა ადამიანის თანასწორად აღიარებას ითხოვს - რათა ის აღიქვან, როგორც თვითკმარი მიზანი და არა როგორც საშუალება. ადამიანური ღირსების კონცეფციაში არ არსებობს მკაფიო განსაზღვრებები, რაც ხშირად იქცევა კრიტიკის მიზეზად. ამგვარი მკაფიო განსზღვრებების საჭიროება პერიოდულად ჩნდება, მაგალითად, როდესაც ეთიკის პრობლემები სამედიცინო სფეროში წარმოიშვება. მეორე მხრივ, ამგვარი არამკაფიოობა უფრო ზუსტად ასახავს ადამიანის პიროვნების ავტონომიურობას, რომელიც თავისუფალია საზოგადოებისა და ხელისუფლების ტოტალური შევიწროებისგან. როგორც კი ჩვენ შევეცდებით ზედმიწევნით სრულყოფილად განვსაზღვროთ ადამიანური ღირსების თეორია, ის მაშინვე დაკარგავს თავის ფუნქციას. ღირსების ეთიკის ყველაზე მყარ საყრდენად კვლავ ადამიანის უფლებები და მათი კოდიფიცირება რჩება. ადამიანის უფლებებს არა მხოლოდ იურიდიული, არამედ ზნეობრივი მნიშვნელობაც აქვს. ისინი ერთმანეთთან აკავშირებს ეთიკასა და კანონს. ადამიანის უფლებებს აქვს ანალოგი ბიბლიურ სამართლებრივ აზროვნებაში. ბიბლიური საზოგადოებრივი ცნებებისთვის დამახასიათებელია ეთიკისა და კანონის - უფლებებისა და მოვალეობების - ერთიანობა, რაზეც აღთქმის წიგნების მიხედვით შეიძლება მსჯელობა (გამ.20:22-23).
Source: თავისუფლება №7 დეკემბერი, - [თავისუფლების ინსტიტუტი],-2002წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9