1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

სამართლებრივი უფლებამოსილება

ჩვეულებრივ განიმარტება როგორც სამართლებრივი შესაძლებლობა შეცვალო სამართლებრივი ურთიერთობები და დამოკიდებულებები. ასეთ უფლებამოსილებებს, ჩვეულებრივ, უფლებებს უწოდებენ. ესაა უფლება გააფორმო კონტრაქტი, გაყიდო ან იყიდო საკუთრება, შეადგინო ანდერძი, დაქორწინდე ან გაეყარო, ხმის მიცემის და სასამართლოში ჩივილის უფლება. ამგვარი უფლების მფლობელი სამართლებრივად აღჭურვილია შეცვალოს, ზეგავლენა მოახდინოს გარკვეულ საქმეზე, ოპერაციაზე. თუ იგი ამ უფლებას არ ფლობს, ეს ნიშნავს, რომ მას სამართლებრივად არ შეუძლია განახორციელოს ეს მოქმედება. მაგალითად, რომ არ ყოფილიყო სამართლებრივი დებულებები ანდერძის შედგენის შესახებ, ადამიანები მაინც შეძლებდნენ თავიანთი სურვილების გამოთქმას იმის შესახებ, თუ ვის უნდა დარჩენოდა მათ ქონება სიკვდილის შემდეგ, მაგრამ სამართლებრივად ისინი ვერ შეძლებდნენ უძრავი ქონების გადაცემის უზრუნველყოფას. უფლებამოსილება, ჩვეულებრივ, ყველა მოქალაქეს გააჩნია. თუმცა, ძალიან ხშირად ისინი ენიჭებათ ზოგიერთ კონკრეტულ ადამიანს და არა სხვებს. ეს მომენტი მნიშვნელოვნად ასხვავებს უფლებამოსილებებს სხვა ტიპის უფლებებისაგან. მოსამართლეს აქვს უფლება უხელმძღვანელოს სასამართლო პროცესს, პარლამენტის წევრს აქვს უფლება კენჭი უყაროს რაიმე კანონს, ექიმს აქვს უფლება გამოუწეროს პაციენტს წამლის რეცეპტი.
Source: თავისუფლება №2(14) თებერვალი, - [თავისუფლების ინსტიტუტი],-2002წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9