1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საუ საფ საქ საღ საყ საშ საჩ საც საძ საწ სახ საჯ საჰ

საპროცესო უფლებები

ზოგადი განმარტებით, ეს არის ხელისუფლების მიერ შექმნილი პირობები და გარანტიები I ჯგუფში ჩამოთვლილი მატერიალური უფლებების დასაცავად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საპროცესო უფლებები - ადამიანისათვის მიკუთვნებული მოქმედების მეთოდები და მასთან დაკავშირებული ინსტიტუტებია, რომელთა დახმარებითაც ადამიანი აიძულებს ხელისუფლებას, დაიცვას მისი უფლებები. ადამიანის უფლებაა დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების არსებობა, რომელიც დაიცავს მის კანონიერ უფლებებს და რომლის მოწყობაც სახელმწიფოს ვალდებულებაა. ადამიანის უფლებათა დაცვის საპროცესო გარანტიებს მიეკუთვნება, აგრეთვე, საკონსტიტუციო სასამართლო, ომბუდსმენის ინსტიტუტი, რეფერენდუმის მოწყობის უფლება და ა.შ. გარდა ამისა, ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო გარანტიაა სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაციები - როგორიცაა ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტი და ა.შ.
Source: თავისუფლება №3(27)მარტი, - [თავისუფლების ინსტიტუტი],-2004წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9