1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სიბ სიდ სივ სით სიკ სილ სიმ სინ სიო სის სიტ სიუ სიქ სიღ სიყ სიც სიძ

სინდისის თავისუფლება

  1. იცავს ინდივიდის მიერ სინდისის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას (ე.წ. ,,სინდისის გადაწყვეტილება”). ,,სინდისის გადაწყვეტილება” არის ყოველი მნიშვნელოვანი ზნეობრივი, ანუ ,,კარგსა” და ,,ცუდზე” ორიენტირებული გადაწყვეტილება, რომელსაც ინდივიდი კონკრეტულ სიტუაციაში შინაგანად მისთვის აუცილებლად სავალდებულოდ თვლის. ამ განმარტების შესაბამისად დაცული საქმიანობა (რელიგიის თავისუფლების მსგავსად) არის, ერთი მხრივ, შინაგანი სინდისი (forum internum), მეორეს მხრივ კი, ამ სინდისის გარეგანი გამოხატულება (მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებები) (forum externum). სინდისის თავისუფლების ძირითადი უფლების გამოყენება შეუძლია ყველა ფიზიკურ პირს. სამაგიეროდ ამ ძირითად უფლებას ვერ გამოიყენებს ვერც ერთი იურიდიული პირი, მიუხედავად მათი კერძო თუ საჯარო სამართლებრივი ხასიათისა.
    Source: თავისუფლება №12 დეკემბერი, - [თავისუფლების ინსტიტუტი],-2002წ.
  2. ნიკოლოზ ბერდიაევის თანახმად, თავისუფლება ყოველგვარი უფლების საფუძველია, ამიტომაც მას ადამიანური ნება, სახელმწიფო ძალაუფლება ვერც გააუქმებს და ვერც შეზღუდავს. იგი ღვთის გამოვლინებაა. ღმერთი თავისუფლებაში ხედავს მის მიერ შექმნილი ადამიანის ღირსებას. მხოლოდ თავისუფალ არსებაში შეიძლება მოიძიო ხატება და მსგავსება ღვთისა.
    Source: სოლიდარობა №5(14),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9