1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

თა თე თვ თო თუ
თავ თაი თაკ თალ თამ თან თარ თაყ

თანასწორი მდგომარეობის უზრუნველყოფა

ნიშნავს ისეთი პირობების შექმნას, სადაც მოქალაქეები კარგი მსაჯულები იქნებიან, სადაც მათ შესწევთ უნარი, წარმართონ დისკუსია. როდესაც ვიკი პორტერი, ,,Olympian“-ის რედაქტორი ოლიმპიაში (ვაშინგტონი) იღებს გადაწყვეტილებას, რომ მოქალაქეებმა თავიანთი სიტყვა უნდა თქვან საკუთარი ქალაქის ეკონომიკურ მომავალზე, როდესაც იგი ხელს უწყობს ფორუმების ორგანიზებას, სადაც შესაძლებელია ამ თემატიკაზე საუბარი, ამით ის აკეთებს ერთგვარ განაცხადს, რომ მოქალაქეები კარგი მსაჯულები არიან იმ ძირითადი მიმართულებისა, საითკენაც უნდა იაროს საზოგადოებამ. ამისათვის ის იყენებს საზოგადოებრივ სამსჯავროზე გამოტანის უნარს. საზოგადოებრივი ჟურნალისტიკა გვკარნახობს: წარმოაჩინეთ ადამიანები, როგორც მოქალაქეები, რაც ნიშნავს - მიეცით მათ კუთვნილი, რადგანაც ამბავი საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ მათი ამბავია. ჟურნალისტებმა უნდა ისწავლონ ამბის ამ მეთოდით ფორმულირება.
Source: თავისუფლება №8 (32)აგვისტო, - [თავისუფლების ინსტიტუტი],-2004წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9