1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ტა ტე ტვ ტი ტკ ტლ ტო ტრ ტუ
ტოი ტოკ ტოლ ტონ ტორ ტოტ

ტორო ჰენრი დევიდ (1817-1862)

დაიბადა 1817 წელს მასაჩუსეტსში, შეძლებულ ოჯახში. მან ჰარვარდის კოლეჯი დაამთავრა, რის შემდეგაც ადგილობრივ სკოლაში დაიწყო მასწავლებლად მუშაობა. თუმცა, სკოლაში ტორომ მხოლოდ 2 კვირა დაჰყო, რადგანაც ადგილობრივ ხელისუფლებასთან უთანხმოება მოუვიდა. ამის შემდეგ მან გარკვეული პერიოდი კერძო მასწავლებლად და დაქირავებულ მუშად იმუშავა, შემდეგ კი წერას შეუდგა. ის უაღრესად შეაშფოთა იმან, რომ მისმა ერმა დასაშვებად მიიჩნია მონობა და მექსიკა-ამერიკის ომი. 1845 წლის 4 ივლისს თავისი ხელმოკლე საცხოვრებლიდან ის გადასახლდა ქოხში, რომელიც უოლდენის გუბის მახლობელ ტყეში ააშენა. ახდენდა რა მთავრობისაგან საკუთარი დამოუკიდებლობის დემონსტრირებას, ორი წელი ის იქ ცხოვრობდა. სწორედ აქ დააპატიმრეს ტორო ადგილობრივი სულადობრივი გადასახადის გადაუხდელობის გამო. ამ ნაბიჯით ტორომ იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ ის არ აღიარებდა მთავრობას, ,,რომელიც როგორც საქონელს, ისე ყიდულობს და ჰყიდის ქალებს, კაცებსა და ბავშვებს...“ მან ციხეში მხოლოდ ერთი ღამე დაჰყო, რადგანაც ეს გადასახადი მისი ოჯახის წევრმა გადაიხადა.
Source: თავისუფლება№7(19)ივლისი - [თავისუფლების ინსტიტუტი],-2003წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9