1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ზა ზე ზი ზო ზღ
ზია ზიკ ზილ

ზილოტიზმი

მოშურნეობა. ზილოტიზმსაც და ფუნდამენტალიზმსაც თავიდან დადებითი მნიშვნელობები ჰქონდათ, მაგრამ შემდგომში შეიძინეს უარყოფითი დატვირთვა, განსაკუთრებით - ფუნდამენტალიზმმა; ბ) ზილოტიზმსაც და ფუნდამენტალიზმსაც, უპირველეს ყოვლისა, აქვთ რელიგიური ხასიათი და ამოზრდილები არიან ამა თუ იმ რელიგიური ტრადიციიდან; გ) ორივეს მიზანია შეინარჩუნონ ტრადიცია და დაიცვან იგი განმაახლებლობისაგან, ამავე დროს, გამოიყენონ ეს ტრადიცია, როგორც ქმედითი საშუალება. აწმყოსა და მომავლის შემოსაზღუდავად; დ) ზილოტიზმიცა და ფუნდამენტალიზმიც თანაბრად უგულვებელყოფენ პიროვნებას და აბსოლუტურ მნიშვნელობას ანიჭებენ კანონებსა და უპიროვნო საწყისებს. ზილოტიზმს ძალიან გრძელი წინაისტორია აქვს, მაშინ როცა ფუნდამენტალიზმი სათავეს იღებს მე-20 საუკუნის დასაწყისში და აღმოცენებულია რელიგიური მოდერნისმის საპირისპიროდ. ეს დაპირისპირება პირველად ტრადიციით ღარიბ პროტესტანტიზმში წარმოიშვა. ამ წინააღმდეგობის პირველადი მიზანი იყო რელიგიური საფუძვლების დაცვა. 1919 წელს ამერიკაში დაფუძნდა მსოფლიო ფუნდამენტალური საზოგადოება. რომის კათოლიკური ეკლესიის წიაღში ფუნდამენტალური მოძრაობა იწყება მას შემდეგ, რაც ვატიკანის II კრაბამ განმაახლებლური გადაწყვეტილებები მიიღო. მართლმადიდებლობის შემთხვევაში კი შეიძლება აღინიშნოს ძვალმესტილეობა საბერძნეთში, საროობრიადელების გააქტიურება რუსეთში და ეკუმენური მოძრაობის მოწინააღმდეგ დაჯგუფეები, რომლებიც გაბნეულნი არიან მთელ მსოფლიოში.
Source: თავისუფლება №5(29) მაისი, - [თავისუფლების ინსტიტუტი],-2004წ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9