1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჰა ჰე ჰი ჰო ჰრ ჰუ
ჰიბ ჰიგ ჰიე ჰილ ჰინ ჰიპ ჰირ ჰიუ ჰიჩ

ჰიპერგლობალისტები

წარმოდგენილები არიან იმ მეცნიერებით, რომელთაც მიაჩნიათ, რომ კაცობრიობის ისტორიაში დადგა ახალი ხანა, როდესაც ტრადიციული ეროვნული სახელმწიფოები გადაიქცნენ გლობალური ეკონომიკის მოძველებულ, უფრო მეტიც - უსარგებლო, ზედმეტ მოთამაშეებად. ასეთ მოსაზრებას საფუძვლად უდევს ეკონომიკური ლოგიკა, რომელიც წინ აყენებს ერთიან გლობალურ ბაზარსა და გლობალურ კონკურენციას, როგორც საზოგადოებრივი პროგრესის მამოძრავებელ ძალებს. ჰიპერგლობალისტები ამტკიცებენ, რომ ეკონომიკურ გლობალიზაციას მოაქვს ეკონომიკების „დენაციონალიზაცია“ წარმოების, ვაჭრობისა და ფინანსების ტრანსნაციონალური ქსელების შექმნის გზით. ასეთ „უსაზღვრო“ ეკონომიკაში ეროვნული სახელმწიფოები თამაშობენ გლობალური კაპიტალის უბრალო „გადამცემი ღვედებისა“, და საბოლოო ჯამში შუამავლების როლს, რომლებიც ექცევიან ადგილობრივ, რეგიონულ და გლობალურ მართვის ორგანოებს შორის. ამ თვალსაზრისით, ბევრს სჯერა, რომ ეკონომიკური გლობალიზაცია ქმნის სოციალური ორგანიზაციის ახალ ფორმებს, რომლებიც იკავებენ ან საბოლოო ჯამში დაიკავებენ ტრადიციული ეროვნული სახელმწიფოების, როგორც გლობალური საზოგადოების პირველადი ეკონომიკური და პოლიტიკური ერთეულების ადგილს. ჰიპერგლობალისტებს სჯერათ, რომ გლობალიზაცია ძირითადად ეკონომიკური მოვლენაა, რომ მზარდად ინტეგრირებული გლობალური ეკონომიკა უკვე არსებოს; რომ გლობალური კაპიტალის მოთხოვნების დაწოლით ნებისმიერი სახელმწიფოსათვის პოლიტიკა „შესაძლებლობის ხელოვნებიდან“ გადაიქცა „ეფექტური ეკონომიკური მართვის“ ხელოვნებად.
Source: მელიქიძე ვალერი. მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ვალერი მელიქიძე; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9