1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ბა ბდ ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბჰ
ბიბ ბიზ ბილ ბინ ბიო ბირ ბის ბიუ ბიფ ბიჰ

ბიოეთიკა

Gk. „ბიოს” - სიცოცხლე.
ბიოეთიკა არის ეთიკის ის სფერო, რომელიც შეისწავლის სიცოცხლის ბუნებრივ მსვლელობაში ადამიანის ხელოვნური ჩარევის შედეგად წარმოშობილ მორალურ პრობლემებს. ბიოეთიკა იკვლევს როგორც გარემომცველ ბუნებას და ადამიანის დამოკიდებულებას ცხოველთა და მცენარეთა სამყაროსთან, ასევე სვამს საკითხს, რამდენად მართებულია ადამიანის ქცევა მათ მიმართ. ბიოეთიკა ეს არის ბიოლოგიურ მეცნიერებათა და მათ შორის მედიცინის ეთიკა. ბიოეთიკა მუშაობს იმ საკითხებზე, რომელიც შეიძლება წამოიჭრეს ბიოლოგიის, მედიცინის, კიბერნეტიკის, პოლიტიკის, კანონმდებლობის, ფილოსოფიის და თეოლოგიის დარგებს შორის ურთიერთობისას. რამდენადაც ბიოეთიკა მოიცავს მედიცინის ეთიკას, ის ასევე განიხილავს ორგანოების ტრანსპლანტაციის, ევთანაზიასა და სხვა საკითხებს. ტერმინი ,,ბიოეთიკა” აშშ-ში 70-იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა. ის პირველად კიბოს დაავადებების მკვლევარმა ვან რენსლერ პოტერმა გამოიყენა.
Source: ირმა მანჯავიძე, ლევან ლაბაური, მარინე კვაჭაძე. ადამიანის უფლებათა დაცვა ჯანდაცვის სფეროში და სიტყვის თავისუფლება - თბ., 2006.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9