1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჩა ჩე ჩვ ჩი ჩო ჩრ ჩხ
ჩაგ ჩაკ ჩამ ჩაპ ჩარ ჩას

ჩარჩო კონვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ

  1. 1993 წელს ვენაში ჩატარდა ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების ხელმძღვანელთა შეხვვედრა, რომლის ერთ-ერთ შედეგს წარმოადგენს 1994 წელს მიღებული ჩარჩო კონვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ. ეს არის პირველი მრავალმხრივი იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტი, რომელიც მთლიანობაში ეროვნულ უმცირესობათა დაცვას ითვალისწინებს. კონვენცია შეიცავს პრინციპებს, რომელთა გათვალისწინება საჭიროა შესაბამის ეროვნულ კანონმდებლობაში, აგრეთვე ცალკეულ პროგრამული ტიპის დებულებებსა და მიზნებს, რომელთა მიღწევა აუცილებელია ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების სრული და ეფექტიანი თანასწორობის უზრუნველსაყოფად. ჩარჩო კონვენციასთან (და მისი შესრულების კონტროლის მექანიზმებთან) ერთად, ხორციელდება აგრეთვე მთავრობათაშორისი სამუშაო პროგრამა და ერთობლივი პროგრამა სათაურით ,,ევროპის ეროვნული უმცირესობები.” პირველი პროგრამა ითვალისწინებს ეროვნულ ექსპერტთა ჯგუფების შექმნას, რომლებიც მუშაობენ უმცირესობათა პრობლემებზე, აგრეთვე წევრ სახელმწიფოებში საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას ან მისიების გაგზავნას, მათი საკანონმდებლო საქმიანობის შესწავლის მიზნით. მეორე პროგრამა თემატური ხასიათისაა და მის ჩარჩოებში ხორციელდება სუბრეგიონალური და ორმხრივი პროექტები (სემინარები, მრგვალი მაგიდები, კოლოკვიუმები და ა.შ.). ამ პროგრამის მიზანია უმცირესობათა უფრო ინტენსიური ჩართვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საქართველომ 2000წ. 21 იანვარს მოაწერა ხელი ჩარჩო კონვენციას ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ.
    Source: ნალბანდოვი ა. საქართველოს ევროსაბჭოში გაერთიანების რეალური მნიშვნელობა,– ფრიდრიხ ებერტის ფონდი,

  2. 1995 წლის 1 თებერვალს სტრასბურგში ხელი მოეწერა „ჩარჩო კონვენციას ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ.“ ევროსაბჭოს ამ დოკუმენტებს საქართველო შეუერთდა 2006 წელს, რაც საქართველოს პარლამენტის მიერ დამოწმებულ იქნა 2005 წლის 13 ოქტომბერს. ქარტიასა და კონვენციას დღემდე შეუერთდა 44 ქვეყანა; რატიფიკაცია კი მოახდინა 39-მა. მთავრობის ხელმოწერილი დოკუმენტები ჯერჯერობით არ დაუმტკიცებიათ ისლანდიის, ლუქსემბურგის, ბელგიის, საბერძნეთის საკანონმდებლო ორგანოებს, რაც შეეხება საფრანგეთს, იგი ქარტიასა და კონვენციას დღემდე არ მიერთებია.
    Source: კულტურათაშორისი კომუნიკაციები № 3, – რედ.: ინდირა ძაგანია, – [გამომცემლობა „უნივერსალი“]. – თბ.,–2008
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9