1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჩა ჩე ჩვ ჩი ჩო ჩრ ჩხ
ჩვე ჩვი

ჩვენება

სისხლის სამართლის პროცესსა და სამოქალაქო პროცესში ერთ-ერთი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც დგინდება საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გარემოებები. ჩვენებას იძლევიან ეჭვმიტანილი, ბრალდებული, დაზარალებული და მოწმე. ჩვენების მიღება ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შანტაჟის, პიროვნების აბუჩად აგდების ან სხვა უკანონო მეთოდების გამოყენებით დანაშაულია და ისჯება კანონით. დანაშაულია აგრეთვე მოწმისა და დაზარალებულის მიერ წინასწარი შეცნობით ცრუ ჩვენების მიცემა ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმა.
Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9