1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჩა ჩე ჩვ ჩი ჩო ჩრ ჩხ
ჩრდ

ჩრდილოვანი ეკონომიკა

ჩრდილოვანი (არაფორმალური) ეკონომიკა ეროვნული მეურნეობის ის ნაწილია, რომელიც მოქმედებს კანონის დარღვევით, ვერ აღირიცხება სახელმწიფო მართვის ორგანოების მიერ და არ იხდის სახელმწიფო გადასახადებს. სადღეისოდ, ძნელი სათქმელია, თუ რა წილი უკავია ჩრდილოვან ეკონომიკას ქვეყნის ეროვნულ მეურნეობაში. ჩრდილოვან ეკონომიკას უდიდესი დანაკარგები მოაქვს ქვეყნისათვის, რაც, პირველ რიგში, აისახება შემოსავლების მეტად უთანაბრო განაწილებაში. მისი არსებობა ასევე იწვევს ეკონომიკური არაეფექტურობის ზრდას, სახელმწიფო შემოსავლების შემცირებას გადასახადებისაგან თავის არიდების გამო, სახელმწიფო უწყებებში კორუფციის სტიმულირებას.
Source: ნატროშვილი გიორგი. საქართველოს შიდა ეკონომიკური საფრთხეები და მათი მართვის გზები // ახალი აზრი, № 7 (13),– ნოემბერი,–2003
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9