1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჩა ჩე ჩვ ჩი ჩო ჩრ ჩხ
ჩხრ

ჩხრეკა

სისხლის სამართლის პროცესში საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ტარდება იმ იარაღის, საგნის აღმოსაჩენად და ამოსაღებად, რასაც დანაშაულის კვალი ატყვია, აგრეთვე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის, ფასეულობის, სხვა საგნისა და დოკუმენტის აღმოსაჩენად, რომლებიც საჭიროა საქმის გარემოებათა გასარკვევად, აგრეთვე ძებნილი პირისა და გვამის აღმოსაჩენად. ჩხრეკა ტარდება მოსამართლის ბრძანებით, რომელიც გაიცემა მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე. ჩხრეკა ტარდება დამსწრეთა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტის მონაწილეობით. ჩხრეკის შესახებ დგება ოქმი კანონით დადგენილი წესით.
Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9