1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გოთ გოი გოლ გონ გორ გოფ

გონებრივი ჩამორჩენილობა

  1. ინტელექტუალური განვითარების მკვეთრი შეყოვნება. იგი ვლინდება 18 წლის ასაკს ქვემოთ და გამოიხატება სასიცოცხლო აქტიურობის რომელიმე ფორმის (მუშაობა, განათლება და ა. შ) ფუნქციონირების შეზღუდვით.
    Source: ირმა მანჯავიძე, ლევან ლაბაური, მარინე კვაჭაძე. ადამიანის უფლებათა დაცვა ჯანდაცვის სფეროში და სიტყვის თავისუფლება - თბ., 2006.
  2. ფსიქიკური განვითარების დარღვევის ფორმაა. აღნიშნული მდგომარეობა აღმოცენდება ადრეულ ასაკში და მთელი ცხოვრების მანძილზე ახდენს გავლენას ადამიანის ფსიქიკურ განვითარებასა და ჩვევების ჩამოყალიბებაზე. ამერიკის გონებრივი ჩამორჩენილობის ასოციაციის (AAMAR) განმარტებით, გონებრივი ჩამორჩენილობა არის მნიშვნელოვანი გადახრა ზოგადი ინტელექტუალური ფუნქციონირების დონიდან, რომელიც ადაპტაციური ქცევის დეფიციტს უკავშირდება და ვლინდება ადამიანის განვითარების პერიოდში. ის ხასიათდება ინტელექტუალური უნარების დაქვეითებით და ადაპტაციური უნარების (კომუნიკაცია, თვითმომსახურება, სოციალური ჩვევები, სწავლა, მუშაობა, დასვენება, საოჯახო საქმიანობა) ორ ან მეტ სფეროში დარღვევით. მსუბუქი: საშუალოზე მნიშვნელოვნად დაბალი ინტელექტი, თუმცა შეუძლია გარემოს სოციალურ მოთხოვნებთან გამკლავება. საშუალო: საშუალოზე მნიშვნელოვნად დაბალი ინტელექტი, ესაჭიროება პერიოდული დახმარება. ძლიერი: საშუალოზე მნიშვნელოვნად დაბალი ინტელექტი, ესაჭიროება მუდმივი დახმარება, შეუძლია ელემენტარული ჩვევების დასწავლა. მძიმე: ძალიან დაბალი ინტელექტი, ესაჭიროება მოვლა და მუდმივი ზედამხედველობა. არსებობს უფრო მძიმე ფორმაც, როდესაც სიმძიმის დადგენა შეუძლებელია.
    Source: ინკლუზიური განათლება: გზამკვლევი მასწავლებლებისათვის / [ანა ლაღიძე, მაია ბაგრატიონი, თათია პაჭკორია; რედ. მანანა მიქელაძე; მხატვ. ბუბა ოჩიაური; ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი; ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი]. - [თბ.], 2009. - 163გვ.: ილ.; 29 სმ.. - თავფურ. ავტ. მითით. არ არიან. - ბიბლიოგრ.: გვ. 163. - ISBN: 978-9941-0-1494-9
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9