1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მე- მეგ მედ მეზ მეთ მეი მეკ მელ მემ მენ მეო მერ მეს მეტ მეფ მექ მეც მეწ მეხ

მედია

  1. მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალება, მათ შორის, ინტერნეტი.
    Source: ირმა მანჯავიძე, ლევან ლაბაური, მარინე კვაჭაძე. ადამიანის უფლებათა დაცვა ჯანდაცვის სფეროში და სიტყვის თავისუფლება - თბ., 2006.
  2. მთლიანობაში მედია შეიძლება განვიხილოთ, როგორც წარმოება, საზოგადოებრივი სამსახური და აგრეთვე პოლიტიკური ინსტიტუტი. რეალურად მედიის ყველა სახეობას როდი ახასიათებს ასეთი სამმაგი ბუნება: ერთი მხრივ, თანამედროვე ტექნოლოგიის წყალობით შესაძლებელია მამა-პაპისდროინდელი მედიის დახვეწა. გარდა ამისა, მედია პროდუქციის ნაწილს არაფერი აქვს საერთო საზოგადოებრივ სამსახურთან, მაგალითად, სუპერმარკეტის ტაბლოიდებს; დაბოლოს, მედიის ბევრი სახეობა, მაგალითად, როგორიცაა სავაჭრო და პროფესიული მიმოხილვები, პოლიტიკურ ცხოვრებაში არავითარ როლს არ თამაშობენ. და მაინც, მოქალაქის განათლებაზე ორიენტირებული მედია არის ზოგადი ინფორმაციის შემცველი: დღეს მედიას არცერთი ზემოხსენებული მახასიათებლის იგნორირება არ შეუძლია.
    Source: ბერტრანი კლოდ-ჟან. მედია ეთიკა და ანგარიშვალდებულების სისტემები=La Deontologie des Medias: ხარისხის კონტროლი/კლოდ-ჟან ბერტრანი; [მთარგმნ.: მანანა გიგაური; რედ.: თამარ კინწურაშვილი] - თბ.: თავისუფლების ინ-ტი, 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9