1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მე- მეგ მედ მეზ მეთ მეი მეკ მელ მემ მენ მეო მერ მეს მეტ მეფ მექ მეც მეწ მეხ

მედიის ეთიკა

  1. ადგენს იმ ნორმებს, რომელიც შესაძლებელს გახდის ფაქტების და ინფორმაციის მიმართ მედიის წარმომადგენელთა პასუხისმგებლურ დამოკიდებულებას. მედიის ეთიკა განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა მედიის საშუალებათა წარმომადგენლების მხრიდან ფაქტების გაყალბება, საინფორმაციო მასალებით მანიპულირება, მოვლენების ტენდენციური გაშუქება და სხვა. დღევანდელ ინფორმაციულ ეპოქაში მედიის ეთიკის საკითხებს სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ.
    Source: ირმა მანჯავიძე, ლევან ლაბაური, მარინე კვაჭაძე. ადამიანის უფლებათა დაცვა ჯანდაცვის სფეროში და სიტყვის თავისუფლება - თბ., 2006.
  2. მედია ეთიკა მოიცავს პროფესიონალების მიერ შემუშავებული პრინციპებისა და წესების ერთობლიობას. სასურველია, ამ ნორმების შემუშავება მოხდეს მედიის მომხმარებელთან თანამშრომლობის გზით, რათა მედია უკეთ ემსახუროს თუ მოსახლეობის ყველა ჯგუფს არა, უმეტესობას მაინც. დემოკრატიულ ინსტიტუტებს შორის ჟურნალისტიკა განსაკუთრებულია იმ თვალსაზრისით, რომ მის სტატუსს არ განსაზღვრავს სოციალური კონტრაქტი, არც ხალხის მიერ დელეგირებული ძალაუფლება, არჩევნები ან დანიშვნა - ან თუნდაც ის კანონმდებლობა, რომელიც მისი ქცევის ნორმებს განსაზღვრავს. ამდენად, იმისათვის, რათა მედიამ შეინარჩუნოს პრესტიჟი და დამოუკიდებლობა, მან ღრმად უნდა გააცნობიეროს თავისი უპირველესი მოვალეობა - უზრუნველყოს კარგი საზოგადოებრივი სამსახური. მედია ეთიკას არა აქვს საერთო კანონმდებლობასთან - არც მორალთან ამ სიტყვის ვიწრო გაგებით. აქ საქმე ეხება არა პატიოსნებას ან თავაზიანობას, არამედ მთავარი სოციალური ფუნქციის შესრულებას. ცხადია, ხარისხის განსაზღვრა არ არის მარტივი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეფასების კრიტერიუმი ნეგატიურია. ასეთ გამონაკლისს წარმოადგენს, მაგალითად, რეგიონალური ყოველდღიური გაზეთების შინაარსობრივი შეზღუდვა ადგილობრივი ნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენებით, როგორც ეს ფრანგულ პროვინციულ პრესაში ხდება - ან, იგივე, დიდ ტელეარხზე, რომელიც არასოდეს უთმობს თავის ეთერს ბავშვთა განათლებას, როგორც ეს აშშ-ში ხდება. უეჭველია, მედია ეთიკა მხოლოდ დემოკრატიის პირობებში შეიძლება, არსებობდეს. ვინც ფიქრობს, რომ ადამიანებს დამოუკიდებლად აზროვნება და საკუთარი ცხოვრების წარმართვა არ ძალუძთ, ვერც თვითკონტროლის დაშვებას შესძლებს. თვითრეგულირება მხოლოდ იქ შეიძლება განიხილებოდეს სერიოზულად, სადაც გარანტირებულია სიტყვის თავისუფლება, არსებობს შედარებით წარმატებული მედია და არიან კომპეტენტური ჟურნალისტები, რომლებიც თავიანთი საქმით ამაყობენ. ღარიბ ქვეყნებში მომხმარებლის სიმცირე რეკლამის მცირერიცხოვნებას განსაზღვრავს; შესაბამისად, მედია ღატაკი, კორუმპირებული და სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადია. ეს ნიშნავს, რომ ბევრ ქვეყანაში, იმისდა მიუხედვად, რომ ისინი ოფიციალურად დემოკრატიულად არიან აღიარებული, მედია ეთიკა არარელევანტურია.
  3. ლათინურ ქვეყნებში ეთიკის აღმნიშვნელ პროფესიულ ტერმინად ,,déontologie”-ს (ფრანგულად) ან ,,deontologia”-ს (იტალიურად, ესპანურად) 18 იყენებენ. ეთიკა ხშირად გულისხმობს დაუწერელ ტრადიციულ წესებს, რაც წარმოადგენს კონსენსუსს იმის თაობაზე, თუ რა ქმედებაა მისაღები და რა მიუღებელი და როგორი ქმედების გამო შეიძლება გარიყონ ჟურნალისტი კოლეგებმა პროფესიული წრიდან. უმეტეს ქვეყნებში რედაქტორთა და ჟურნალისტთა ასოციაციებმა საჭიროდ მიიჩნიეს, შეექმნათ პროფესიულ მოვალეობათა ქარტიები, თუმცა გარკვეული ჟურნალისტები მკაცრად აკრიტიკებდა ამ იდეას.
    Source: ბერტრანი კლოდ-ჟან. მედია ეთიკა და ანგარიშვალდებულების სისტემები=La Deontologie des Medias: ხარისხის კონტროლი/კლოდ-ჟან ბერტრანი; [მთარგმნ.: მანანა გიგაური; რედ.: თამარ კინწურაშვილი] - თბ.: თავისუფლების ინ-ტი, 2004
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9