1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

დ& და დე დვ დი დო დრ დუ
დაა დაბ დაგ დად დავ დაზ დათ დაი დაკ დალ დამ დან დაპ დარ დას დატ დაუ დაფ დაქ დაღ დაყ დაშ დაც დაწ დახ

დაინტერესებული მხარე

  1. E. Stakeholder
    ნებისმიერი პიროვნება ან პიროვნებათა ჯგუფი, რომელსაც პირდაპირ ან ირიბად ეხება ბიზნესის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა. მათ შორის: თემის წევრები, თანამშრომლები და მათი ოჯახები, მომხმარებლები, მომწოდებლები, აქციონერები, სათემო და გარემოსდაცვითი ჯგუფები, პოლიტიკოსები, პროფესიული და აკადემიური ორგანიზაციები, ბიოსფერო, მსოფლიოს მოსახლეობა და მომავალი თაობები.
    Source: ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა, - ჰორიზონტი,- თბ.:
  2. ყველა ის ჯგუფი თუ პიროვნება მოიაზრება, რომლებზეც ჩვენმა საქმიანობამ გარკვეული გავლენა შეიძლება იქონიოს. ესენი შეიძლება იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი საქმიანობის შედეგებით სარგებლობენ ან ისინი, რომელთაც თქვენმა საქმიანობამ შეიძლება ზიანი მოუტანოს. დაინტერესებულ მხარეთა შორის შეგვიძლია გამოვყოთ ორი ჯგუფი. პირველ ჯგუფს ის ადამიანები მიეკუთვნებიან, ვისი ინტერესები პირდაპირ და ღიად არის დაკავშირებული თქვენს საქმიანობასთან. როგორც წესი, მათი გამოვლენა არ არის ძნელი. ამავე დროს არსებობენ სხვა ჯგუფებიც, რომელთა ინტერესები არა ნაკლებადაა დაკავშირებული თქვენს საქმიანობასთან, თუმცა ხშირად მათ არსებობას ჩვენ არ ვითვლისწინებთ. დაინტერესებულ მხარეთა ანალიზის დროს საჭიროა ორივე ამ ჯგუფს ყურადღება მიექცეს. ვინ არის დაინტერესებული თქვენი მიზნის განხორციელებაში ან ვის ინტერესებს შეიძლება შეეხოს თქვენი წამოწყება? აქ მნიშვნელოვანია არა მარტო იმ დაინტერესებულ მხარეთა (ჯგუფის, ადამიანების) გამოვლენა, ვისი ინტერესებიც პირდაპირ და აშკარად არის დაკავშირებული თქვენს საქმიანობასთან (თქვენი თანამშრომლები, მომხმარებლები და ა.შ.) არამედ იმ მხარეების გამოვლენაც, რომელთა ინტერესები ერთი შეხედვით არ ჩანს და რომელზეც, ამის მიუხედავად, თქვენი წამოწყება გარკვეულ გავლენას მოახდენდა.
    Source: სტრატეგიული დაგეგმარება: გზამკვლევი პოლიტიკური პარტიებისთვის /მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი - თბ.: CIPDD, 2007 – 27გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9