1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ნ. ნა ნე ნი ნო ნუ
ნაა ნაგ ნად ნავ ნათ ნაკ ნამ ნარ ნატ ნაფ ნაც ნაწ ნახ

ნატოს პარტნიორობის ეპოქალური მოვლენები

1991 ჩრდილოატლანტიკური საკოორდინაციო ცენტრის სხდომა 1994 ჩამოყალიობდა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამა; დაიწყო ნატო–ს პარტნიორული მისიები; ევროპაში მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების უმაღლეს შტაბ–ბინასთან შეიქმნა პარტნიორობის საკოორდინაციო უჯრედი. 1995 – ევროპაში მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების უმაღლეს შტაბ–ბინასთან შეიქმნა საერთაშორისო საკოორდინაციო ცენტრი. 1996 – პარტნიორი ქვეყნები მონაწილეობდნენ ნატო–ს ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებულ ძალებში, რომელთა მიზანი იყო ბოსნიის სამშვიდობო შეთანხმების განხორციელება. 1997 – შედგა ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს (ეაპს) პირველი სხდომა სინტრაში (პორტუგალია). „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის სამოქმედო როლი გაიზარდა ნატო–სა და ეაპს–ის შემდგომ სამიტებზე მადრიდში. (ესპანეთი). 1998 – შეიქმნა კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკური ქვედანაყოფი. 1999 – ნატო–ს წევრი გახდა სამი პარტნიორი: ჩეხეთი, უნგრეთი და პოლონეთი; დიალოგი და თანამშრომლობა შეტანილია ალიანსის სტრატეგიულ კონცეფციაში როგორც უსაფრთხოების სფეროში მისი ამოცანების ნაწილი; ვაშინგოტნის სამიტზე გადაწყდა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამის გაფართოება და მისი სამოქმედო როლის გაძლიერება; პარტნიორმა ქვეყნებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს კოსოვოს ძალებში ნატო–ს ხელმძღვანელობით, როცა ეს ძალები რეგიონში განლაგდა. 2001 12 სექტემბერს ეაპს შეიკრიბა, რათა დაეგმო აშშ–ში მომხდარი ტერორისტული აქტები და პირობა დაედო, რომ შეებრძოლება ტერორიზმის საფრთხეს. 2002 – მრავალმხრივი მიმოხილვის შედეგად, პრაღის სამიტზე გაძლიერდა ეაპს და „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ პროგრამა; დაიწყო ტერორიზმის წინააღმდეგ პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განხორციელება. 2003 – პარტნიორი ქვეყნების ჯარები შეუერთდნენ ავღანეთში განლაგებულ საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერ ძალებს ნატო–ს ხელმძღვანელობით. 2004 ნატო–ს წევრი გახდა შვიდი პარტნიორი ქვეყანა; ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია; სტამბოლის სამიტზე დამატებითი ზომები იქნა მიღებული პარტნიორობის განსამტკიცებლად; დაიწყო პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განხორციელება, თავდაცვის სისტემის ინსტიტუციური აღმშენებლობისათვის.
Source: უსაფრთხოება პარტნიორობის მეშვეობით,–NATO/OTAN,–2005
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9