1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პაბ პაგ პათ პაკ პალ პან პაპ პარ პას პატ პაქ პაც

პაციენტის უფლებები

E. Patients rights
უფლებათა და თავისუფლებათა ერთობლიობა, რომელიც აქვს ნებისმიერ პირს და მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, სარგებლობს, საჭიროებს, ან აპირებს ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მომსახურებით. დაუშვებელია პაციენტის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, გენეტიკური მემკვიდრეობის, რწმენისა და აღმსარებლობის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, დაავადების, სექსუალური ორიენტაციის ან პირადული უარყოფითი განწყობის გამო. პაციენტთა უფლებები განსაზღვრულია საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონით ,,პაციენტთა უფლებების შესახებ”, რომლის მიზანია მოქალაქეთა უფლებების დაცვა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, აგრეთვე მისი პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა (1-ლი მუხ.). პაციენტის უფლებებს არეგულირებს აგრეთვე: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს 1997 წლის კანონი ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ”, საქართველოს 1995 წლის კანონი ,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ” და სხვა ნორმატიული აქტები. პაციენტის უფლებებზე საუბარია: 1996 წლის ევროპის საბჭოს კონვენციაში ,,ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ”, 1997 წლის იუნესკოს უნივერსალურ დეკლარაციაში ,,ადამიანის გენომისა და ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ”, 1949 წლის ჟენევის კონვენციებში ომის მსხვერპლთა დაცვის შესახებ და 1977 წლის დამატებით ოქმებში, მსოფლიო სამედიცინო ასოციაციის 1964 წლის ჰელსინკის დეკლარაციაში, ადამიანზე ჩატარებული სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის საერთაშორისო ეთიკურ სახელმძღვანელო პრინციპებში; გაეროს 1982 წლის სამედიცინო ეთიკის პრინციპებში, მსოფლიოს სამედიცინო ასოციაციის ტოკიოს 1975 წლის დეკლარაციაში - სახელმძღვანელო პრინციპები ექიმებისათვის დაკავებული პირებისა და პატიმრების წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის შემთხვევაში; მსოფლიო სამედიცინო ასოციაციის ჰამბურგის 1997 წლის დეკლარაციაში ექიმებისათვის მხარდაჭერის შესახებ, როდესაც ისინი უარს ამბობენ წამებაში ან სასტიკ, არაადამიანურ თუ ღირსების შემლახავ სხვა ფორმებში მონაწილეობაზე ან მათ დაფარვაზე და სხვა.
Source: ირმა მანჯავიძე, ლევან ლაბაური, მარინე კვაჭაძე. ადამიანის უფლებათა დაცვა ჯანდაცვის სფეროში და სიტყვის თავისუფლება - თბ., 2006.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9