1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

რა რე რთ რი რო რუ რწ რჯ
რეა რეგ რედ რეე რევ რეზ რეი რეკ რელ რენ რეპ რეჟ რეს რეფ რეც

რეკლამა

  1. საქონელზე, მომსახურებასა და სამუშაოზე (შემდგომში-საქონელზე), ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური და იურიდიული პირების, საქონლის, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას.
    Source: ირმა მანჯავიძე, ლევან ლაბაური, მარინე კვაჭაძე. ადამიანის უფლებათა დაცვა ჯანდაცვის სფეროში და სიტყვის თავისუფლება - თბ., 2006.
  2. ნებისმიერი საჯარო განცხადების გადაცემა, რომლის მიზანია საქონლის ან მომსახურების გაყიდვის, შეძენის ან გაქირავების ხელშეწყობა, მოტივის ან იდეის განხორციელება, რეკლამის დამკვეთისათვის ან მაუწყებლისათვის სხვა სასურველი შედეგის მიღწევა, ანაზღაურების ან მსგავსი მოსაზრებების სანაცვლოდ ან თვითრეკლამის მიზნებით.
    Source: ევროპული კონვენცია ტრანსსასაზღვრო ტელევიზიის შესახებ; ევროპული კონვენცია მომსახურების სამართლებრივი დაცვის შესახებ, რომელიც ემყარება ან მოიცავს პირობით ხელმისაწვდომობას / [მთარგმნ. და რედ.: ლაშა ჭელიძე და სხვ.] - თბ. : რეგთაიმი, 2004
  3. მოსახლეობისათვის ცნობების მიწოდება პირების, საქონლისა და მომსახურების შესახებ მათთვის პოპულარობის მოსაპოვებლად და შესაბამისად, მყიდველობითი მოთხოვნისა და მაღალი რეიტინგის შესაქმნელად. რეკლამაში (სხვაგვარად რომ ვთქვათ, „შეფუთვის ხელოვნებაში“) განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამომსახველობითი მხარის ეფექტურობა. აქ კი, ვიზუალური კოდის პრიმატულობის გვერდით, როგორც წესი, სიტყვიერი მასალის ლაკონიურობაც იგულისხმება.
    Source: სემიოტიკა – 2010 – №7 – მთ. რედ.: ცირა ბარბაქაძე – ნომრის რედ.: თამარ ბერეკაშვილი
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9