1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

თა თე თვ თო თუ
თეზ თეთ თეი თემ თეო თერ თეტ თეფ თეშ

თემი

  1. E. community
    ერთ ტერიტორიაზე განსახლებული იმგვარი ადამიანების ერთობა, რომელთაც საერთო ინტერესები და იდენტიფიკაცია გააჩნიათ (Local Governments in the ntw Europe. R.J. Bennett. Belhaven press.1999).
    Source: ადგილობრივი დემოკრატიის გზამკვლევი საქართველოსთვის - თბ. : საქ. ევროპის საბჭოს საინფ. ბიურო, 2004
  2. ცნება ეფუძნება იმ ინდივიდთა სოციალური ურთიერთობას, რომელთაც აქვთ საერთო მიკუთვნების შეგრძნება. ეს უმეტეს შემთხვევაში ტერიტორიული პრინციპით გამოხატული სოლიდარობაა. XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის სოციოლოგიაში ძირითადი თემა თემის დეგრადაცია იყო, რადგან ურბანიზაციის ზრდამ მოიტანა ინდივიდის დამოუკიდებლობა თემისაგან და მოამზადა კოლექტიური ცნობიერების რღვევა, რომელიც რურალური საზოგადოებისთვის იყო დამახასიათებელი. ამ თემამ ყველაზე ძლირად გაიჟღერა ფერდინანდ ტიონისის ნაშრომში GemainSchaft und Gesellschaft, სადაც მან დაუპირისპირა ერთმანეთს სოლიდარობის ტიპი და სოციალურ ურთიერთობათა სქემა ამ ორ საზოგადოებაში. ტერმინი „თემი“ ქალაქის თეორიაში იხმარება უბნის, სამეზობლოს თუ სხვა ერთობასთან მიმართებაში. ქალაქს ხშირად განიხილავენ როგორც ასეთი თემების კრებულს, რომლთა მიმართება დინამიურია ურბანულ საზოგადოებაში. დღეს საქართველოში მზარდი ურბანული და რურალური პრობელემების გადასაჭრელად ერთ-ერთ იარაღად სწორედ თემთა მობილიზაციას მიიჩნევენ დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციები. იგი გულისხმობს ინდივიდთა და მათი ჯგუფების ინტერესთა მიმართვას არსებული ადამიანური, ფიზიკური და ფინანსური რესურსების გაერთიანებისაკენ რეალური პრობლემის გადასაჭრელად და ზოგადად განვითარებისაკენ. მრავალ ქვეყანაში თემთა მობილიზაცია ურბანული პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.
    Source: სულუხია, თამარ. დასავლეთის ქვეყნების ურბანსოციოლოგია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ.: მერიდიანი, 2001
  3. საერთო მიზნების, ინტერესების, შეხედულებების, საქმიანობის, ჰობის, საცხოვრებელი ადგილის, სქესის, ეროვნების ან პრობლემების მქონე ადამიანთა შემაკავშირებელი ფაქტორი. თემის საფუძველს ადამიანებს შორის ურთიერთობა წარმოადგენს.
    Source: შესავალი ლგბტ ჟურნალისტიკაში/[ავტ. შორენა გაბუნია; რედ. ირაკლი ვაჭარაძე; არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობა“]. - თბ., 2013. - 319 გვ.; 20 სმ.. - დანართები: გვ. 145-316. - განმარტ. ლექსიკონი: გვ. 3-34
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9