1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კად კავ კაზ კათ კაი კალ კამ კან კაპ კარ კას კატ კაუ

კანონიერი ქურდი

ქურდები, რომლებმაც საკუთარი ტრადიციები რევოლუციამდელი რუსეთიდან საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის დანაშაულებრივ სამყაროში გადაიტანეს, დემონსტრაციულად ასოციალურ ცხოვრებას ეწეოდნენ. ისინი არ მუშაობდნენ, არ ქორწინდებოდნენ, ქურდად წოდებულ ადამიანს ციხეში არაერთი ვადა უნდა ჰქონოდა მოხდილი; და ქურდებს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებთან ყველანაირი კონტაქტი მკაცრად ეკრძალებოდათ. ქურდების კორპორაცია ინტერნაციონალური იყო, ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდა არა ერთპიროვნულად, არამედ „на сходе воров“ - თარგმანი გართულებულია, რადგან ამ სახით კანონიერი ქურდის ინსტიტუტი შვა საბჭოთა კავშირმა, დიდმა იმპერიამ, რომლის სახელმწიფო ენაც რუსული იყო. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, გასული საუკუნის 40-50-იან წლებში ქურდების რაოდენობა ათი ათას ადამიანს აღწევდა. ესენი იყვნენ კანონიერი ქურდები, ანუ დანაშაულებრივი და ციხის სამყაროს ელიტის წარმომადგენლები, ლიდერები, რომელთაც უმაღლესი ადგილი ეკავათ პატიმართა არაფორმალურ იერარქიაში. საკუთარ გარემოცვასთან ერთად (კვლავ რუსული ტერმინი), - „блатные“ 40-50 ათასი იყვნენ. 50-იანი წლების ბოლოს და 60-იანების დასაწყისში, ბანაკების მთავარი სამმართველოს სისტემის რღვევასთან ერთად, კორპორაციამ არსებობა პრაქტიკულად შეწყვიტა, მაგრამ 80-იანების დასაწყისში - რამდენიმე მკვლევარი აღნიშნავს, რომ „სრულიად მოულოდნელად“ - ის აღორძინდა და, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების თანახმად, კანონიერი ქურდების რიცხვმა 500-600 ადამიანს მიაღწია. მაგრამ ეს ის ქურდები აღარ იყვნენ - კორპორაციის ნორმებსა და კანონებში ცვლილებები მოხდა. მრავალი აკრძალვა გაქრა, მაგალითად, შსს-ს თანამშრომლებთან ურთიერთობა უკვე დასაშვები შეიქნა. გარდა ამისა, გაჩნდა კლანები და ეროვნული ნიშნით გაერთიანებული დაჯგუფებები. და ამ, ერთ დროს უცხო, გმირული შარავანდედით მოსილმა სამყარომ, ცივილიზებულ ბიზნესზე ბევრად უფრო წარმატებულად მოიკიდა ფეხი ახალი საზოგადოების ცხოვრებაში
Source: სოლიდარობა №1,– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,–2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9