1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

სა სგ სე სვ სთ სი სკ სლ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სწ სხ
სოდ სოკ სოლ სომ სონ სოპ სორ სოს სოფ სოც

სოროსი

ჯორჯ სოროსი (დაბ. უნგრეთში 1930 წლის 12 აგვისტოს) ფინანსისტი, მსხვილი ინვერსტორი, ლიბერალური პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერი, ფილოსოფოსი. ამჟამად სოროსის ფონდისა და „ღია საზოგადოების ინსტიტუტის“ საბჭოს თავჯდომარე. ცნობილია, როგორც პოლონური „სოლიდარობის“ მოძრაობისა და 70-იანი წლების ჩეხოსლოვაკიის განმათავისუფლებელი მოძრაობის მხარდამჭერი. ამბობენ, რომ აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს „ვარდების რევოლუციაშიც“. თუმცა, თავად ამ მოსაზრებას „ზედმეტად გადაჭარბებულს“ უწოდებს. ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ 1994 წელს დაარსდა. ფონდის საქმიანობის სპექტრი ძალზე დიდია - დაწყებული ქართული ეროვნული კულტურის მემკვიდრეობის შესწავლითა და შენარჩუნებით, დამთავრებული ახალი საგამომცემლო ტექნოლოგიების დანერგვითა და სამართლებრივი, თუ განათლების რეფორმების მხარდაჭერით.
Source: სოლიდარობა №1,– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,–2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9