1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

მა მგ მდ მე მთ მი მკ მმ მნ მო მრ მს მტ მუ მყ მშ მც მძ მწ მხ
მაგ მავ მაზ მათ მაი მაკ მალ მამ მან მაჟ მარ მას მატ მაუ მაფ მაქ მაღ მაყ მაჩ მაძ მაჰ

მასრობრივი კულტურა

მასობრივი კულტურის მკაცრი ან ცალსახა განსაზღვრება არ არსებობს. კამათს იწვევს ამ სახელწოდების ორივე ნაწილი - „კულტურა“ და „მასა“. რამდენიმე წლის მანძილზე გამართულმა მსჯელობამ IEP-ში (პარიზი) ვერ ჩამოაყალიბა მასობრივი კულტურის კანონიკური განსაზღვრება. INALCO-ს სემინარმა დაადგინა „მასობრივი კულტურის“ ხუთი კრიტერიუმი: 1. მისი წარმატება ხდება ინდუსტრიულად (და შესაბამისად, შესაძლებელია მისი უსასრულოდ რეპროდუცირება; ერთგვარად ეს არის „ასლების კულტურა“). 2. მისი გავრცელება ხდება მას-მედიის მეშვეობით (მას-მედიის ყველა სახეობა შეიძლება მონაწილეობდეს და ხშირად მონაწილეობს კიდეც მისი წარმოების პროცესში). 3. ის ადვილად ხელმისაწვდომია და მას სრულებით არ აფერხებს არც საზღვრები, არც კლასები, არც ერები; 4. მისი შინაარსი და წარმოდგენის ფორმა მეტად ჭრელია; მას აქვს თავისი რიტუალები, მითები, ლიდერები. ანუ ის სრულებით არ არის ერთსახოვანი და მარტივი, როგორც მას ხშირად ახასიათებენ; 5. მასობრივი კულტურა მიმართულია კეთილდღეობისკენ, სიამოვნებისკენ, სიხარულისკენ, რაღაც აზრით. და სწორედ ამიტომ იხარჯება მასზე უამრავი სახსრები, ის კომერციულ ტერმინებში იაზრება კიდეც. ერიკ მასემ მასობრივი კულტურა განსაზღვრა როგორც „კულტურულ ობიექტთა (და მასთან დაკავშირებული პრაქტიკების) ერთობლიობა, რომელიც იწარმოება კულტურული ინდუსტრიით და ემსახურება მეტად ჰეტეროგენულ პუბლიკას“ არსებობს „მასობრივი კულტურის“ სხვა სახელწოდებებიც, მაგალითად, „მსოფლიო კულტურა“. ამ სახელწოდების ავტორი სირენელი ამოდის იმ ფენომენიდან, რომ XX საუკუნის 60-იანი წლების შემდეგ „მოხდა მასობრივი კულტურის კრისტალიზება მსოფლიო კულტურად“. ბარტის აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება მასობრივი კულტურისა მდგომარეობს მის დესაკრალიზაციაში, ის არ არის ანთოლოგიური, მაშინ როცა ე.წ. მაღალი ხელოვნების ნაწარმოებები გადიან ერთგვარ ფილტრში, როგორც კულტურის, ისე ისტორიის. მასობრივი კულტურის ნაწარმოების ფუნქცია ერთადერთია – მოხდეს მისი მოხმარება.
Source: სემიოტიკა № 3, – მთავარი რედ.: ცირა ბარბაქაძე,– [ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი], თბ.,– 2008
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9