1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ჰა ჰე ჰი ჰო ჰრ ჰუ
ჰეგ ჰედ ჰეი ჰეკ ჰელ ჰემ ჰერ ჰეტ ჰეჯ

ჰელიოცენტრული სისტემა

მეცნიერულად დაასაბუთა კოპერნიკმა, ანტიკურ საბერძნეთშიც არსებობდა (ძვ. წ.ა. III ს. არისტარქე სამოსელი). მაგრამ ის უბრალოდ დაივიწყეს. ეს თეორია წინასწარმეტყველებს სამყაროს განხილვის ახალ წესს, რომლის მიხედვითაც კონკრეტული სუბიექტი რაღაც ზოგადის და მთლიანობის მხოლოდ ერთ-ერთი რიგითი მონაწილეა და თავისთავად არაფერს განსაკუთრებულს არ წარმოადგენს. ასეთი მსოფლმხედველობა ადგენს მთლიანობას, ერთს, რომლის ჭანჭიკებიც კონკრეტულად არსებულებია. ასეთ აღწერას რენესანსული ეპოქა და კონკრეტული ადამიანის ხსნაზე მიმართული ეკლესია ვერ მიიღებდა. ამიტომ არ არის შემთხვევითი, რომ ტრაქტატი „ციურ სხეულთა ბრუნვის შესახებ“ მხოლოდ ავტორის სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა.
Source: სემიოტიკა № 3, – მთავარი რედ.: ცირა ბარბაქაძე,– [ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი], თბ.,– 2008
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9