1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ია იბ იდ იე ივ იზ იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იუ იფ იჩ იძ
ისი ისლ ისმ ისტ

ისტორიის დასასრულის კონცეპტი

გასული საუკუნის შუა წლებიდან, არნოლდ ჰელენის „Posthistoire“-ის თეორიიდან იღებს სათავეს. ჰელენი ამტკიცებდა, რომ კაცობრიობამ ამოწურა თავისი ისტორიული შესაძლებლობანი და მომავალში არანაირი სერიოზული ცვლილებები აღარ იყო მოსალოდნელი. ამდენად, პოსტმოდერნიზმმა უარყო ტრადიციული ისტორიული ცოდნა და ჭეშმარიტებად აღიარა ისტორიული წარსულის ინტერპრეტაცია, რაც ვლინდება კლასიკური ტექსტის ახლებურად წაკითხვაში, მის „მხატვრულ დამახინჯებაში“, გადააზრებაში ირონიისა და ტექსტის პაროდირების საშუალებით და სხვა. პოსტმოდერნიზმის თეორეტიკოსების თანახმად (რ. არონი, ჟ. ლაკანი, რ. ბარტი, ჟ-ფ. ლიოტარი და სხვ.), ყოველი ახალი თაობა ხელახლა იწყებს ისტორიის წერას (1,98; 3,57). ისტორიული ტექსტის (ისტორიული ნარატივის) გააზრების სტრატეგია პოსტმოდერნისტების მიერ მიმართულია ისტორიული აზროვნების დემითოლოგიზაციასა და რელატივიზაციაზე; ინტერტექსტუალობა მოიაზრება როგორც უსასრულო სამყარო, ტექსტი, რომელშიც ყოველივე ოდესღაც უკვე ითქვა და ახლის თქმა ეფუძნება კალეიდოსკოპის პრინციპს: გარკვეული ელემენტების შერევა იძლევა ახალ კომბინაციებს, რის საშუალებით, იგი იძენს ახალ კონტექსტს; მკვიდრდება ისტორიული პროცესის ალტერნატიულობის, ვარიანტულობის, ალბათობის პრინციპი (3, 4, 254). ზემოაღნიშნულმა ტენდენციამ აღმოსავლეთ ევროპის ე. წ. სოციალისტური ბანაკის ქვეყნებსა და პოსტსაბჭოურ სალიტერატურო სივრცეში გასული საუკუნის მეორე ნახევრშივე იჩინა თავი. კერძოდ, იგი გამოვლინდა რიგი მწერლების სურვილში, „ახლებურად“ წაეკითხათ კლასიკური ტექსტი (იგულისხმება როგორც ანტიკური მითი, ასევე ეპოსი). ერთიმეორის მიყოლებით გამოქვეყნდა გახმაურებული რომანები.
Source: კულტურათაშორისი კომუნიკაციები № 3, – რედ.: ინდირა ძაგანია, – [გამომცემლობა „უნივერსალი“]. – თბ.,–2008
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9