1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კუ- კუზ კულ კუმ კურ

კულტურის ეკოლოგია

აკად. თამაზ გამყრელიძის მიერ ხმარებული ტერმინი განიხილავს ადამიანს… როგორც „სოციალურ-კულტურულ ობიექტს“, რომელიც გარკვეულ ურთიერთობებს ამყარებს ადამიანურ გარემოსთან და რომელზედაც ზემოქმედებას ახდენს ესა თუ ის „სოციალური გარემო“. „..მთელი მსოფლიოს ხალხებს და განსაკუთრებით მცირერიცხოვან ერებს აწუხებთ ეროვნული კულტურისა და ენის გადარჩენის, თავიანთ ესთეტიკურ და ეთიკურ ფასეულობათა საკითხები“. „ენათა და კულტურათა მოსპობა კატასტროფაა კულტურულ-ეკოლოგიური თვალსაზრისით“, „..ხალხებისა და ენების დაკარგვით კაცობრიობა უფრო ღარიბი და ერთფეროვანი ხდება, კარგავს თავისი ისტორიული მეხსიერების რაღაც ნაწილს“. სულიერი კულტურის სფეროს ჩამოყალიბება ხომ ენის მეშვეობით ხდება. ენა არის კულტურული შემოქმედების გადმოცემის აუცილებლობა. დედაენის შესწავლით ხდება მისი გაცნობიერება.
Source: კულტურათაშორისი კომუნიკაციები № 3, – რედ.: ინდირა ძაგანია, – [გამომცემლობა „უნივერსალი“]. – თბ.,–2008
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9