1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

ბა ბდ ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბჰ
ბაა ბად ბავ ბაზ ბაკ ბალ ბან ბაპ ბარ ბას ბაქ ბაშ ბაჩ ბაჰ

ბაჰაი

დამოუკიდებელი მსოფლიო რელიგიაა, რომელიც, ენციკლოპედია „ბრიტანიკას“ ინფორმაციით, 1992 წლისათვის გეოგრაფიული გავრცელების მიხედვით, მსოფლიოში მეორე ადგილზეა ქრისტიანობის შემდეგ. მსოფლიოში დაახლოებით ექვსი მილიონი ბაჰაი ცხოვრობს, მათ შორის არიან 2100 ეროვნებისა და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები. ამ რელიგიის ფუძემდებელია სპარსი დიდგვაროვანი ოჯახის წევრი მირზა ჰუსეინ ალი (1817-1892), რომელსაც „ბაჰა'უ'ლა“ - არაბულად „ღვთის დიდება“ - ეწოდა. ბაჰაის რწმენით ბაჰაულა არის აღთქმული ყველა დროისა. ბაჰაის სარწმუნოების ძირითადი „მესიჯი“ კაცობრიობის ერთიანობის აღიარებაა: „დედამიწა ერთი ქვეყანაა მხოლოდ, კაცობრიობა კი მისი მოქალაქე“, - წერს ბაჰაულა და ამით ბაჰაი საზოგადოებას კაცობრიობის ერთ ხალხად გაერთიანებას უსახავს მიზნად. ბაჰაულას სწავლების მიხედვით, არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი, ადამიანთა ერთი რასა და მსოფლიოში ყველა რელიგია იმის გამოხატულებაა, რომ არსებობს ღმერთის უცვლელი რწმენა; მისი ისტორიული განვითარება კი ყოველი დრო-ჟამის სხვადასხვაგვარ მოთხოვნას შეესაბამება: აბრაამი, მოსე, ბუდა, ზოროასტრი, კრიშნა, იესო, მუჰამედი, ბაბი და ბაჰაულა კაცობრიობას თანმიმდევრობით ეცხადებოდნენ. მათი მეშვეობითაც ღმერთი სულ უფრო სრულად გვიხსნიდა რელიგიის დანიშნულებას დღეისათვის ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით 2000 ბაჰაი ცხოვრობს. ბაჰაის საზოგადოების ისტორია საქართველოში თავად ბაჰაულას დროიდან იღებს სათავეს. მაგრამ საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ 1846 წელს, ახალი რელიგიის დაბადებიდან ორი წლის შემდეგ, სარწმუნოება მიიღო სპარსეთში მცხოვრებმა ქართველ მეფეთა შთამომავალმა მანუჩარ ბაგრატიონმა. ცნობილია, რომ იგი ისპაჰანის პროვინციის გუბერნატორი და დიდად გავლენიანი პოლიტიკური მოღვაწე იყო სპარსეთის შაჰის კარზე; ამასთან, იგი გახდა ახალი აღმსარებლობის მიმღები პირველი ქართველი და, ფაქტობრივად, პირველი ქრისტიანი. მთელი მსოფლიოს ბაჰაი მორწმუნენი მას მიიჩნევენ ერთ-ერთ პირველ თავდადებულ რაინდად და სარწმუნოების დამცველად. დღეს საქართველოში ოფიციალურად არის დარეგისტრირებული ბაჰაი ადმინისტრაციული მმართველობა. მას მტკიცედ ჩამოყალიბებული, მკაფიო მიზნები აქვს: ადამიანის ზნეობრივი დახვეწა, ინტელექტუალური უნარების განვითარება, ჭეშმარიტების დამოუკიდებლად ძიება
Source: სოლიდარობა №1,– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,–2006
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9