1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გუ
გაა გად გაე გავ გათ გაი გალ გამ გან გაო გაპ გარ გას გაუ გაფ გაღ გაშ გაც

გარდამავალი ასაკი

ცხოვრების პერიოდია ბავშვობასა და ზრდასრულობას შორის. ამ ასაკში ხდება სქესობრივი მომწიფება, რომელიც განაპირობებს როგორც მოზარდის ფიზიკურ, გარეგნულ ცვლილებებს, ასევე მისი ემოციების და ქცევების შეცვლას. ამ პერიოდში იზრდება კიდურები, ინტენსიურად მატულობს სიმაღლე, იცვლება სხეულის ფორმები; მოძრაობა კარგავს ელასტიურობას, სიზუსტეს და უხეში, აჩქარებული, ნერვიული ხდება. ამ პერიოდში მოზარდთა უმეტესობისათვის დამახასიათებელია ერთი ემოციური უკიდურესობიდან მეორეში სწრაფი გადასვლა. ისინი ერთ მომენტში დიდი ხალისითა და გატაცებით მოქმედებენ, მეორე წუთში კი - იგივე მოქმედებისადმი ყოველგვარ ინტერესს კარგავენ. მოზარდის ხასიათის სწრაფი ცვლა არა მარტო ბიოლოგიური ცვლილებებით, არამედ სოციალური გარემოს ზეგავლენითაც არის გამოწვეული.
Source: ბებერაშვილი ზურაბ. ადამიანი და მისი უფლებები: [სახელმძღვ. ზოგადსაგანმ. სკ. მე-8 კლასისათვის] /ზურაბ ბებერაშვილი, ნინო ბესელია, ნინო მახაშვილი და სხვ.; [რედ.: მარიამ მიქაშავიძე] - თბ.: 2002
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9