1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

დ& და დე დვ დი დო დრ დუ
დაა დაბ დაგ დად დავ დაზ დათ დაი დაკ დალ დამ დან დაპ დარ დას დატ დაუ დაფ დაქ დაღ დაყ დაშ დაც დაწ დახ

დაპატიმრება

  1. წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის მიხედვით, ნიშნავს პირის დაჭერის აქტს დანაშაულის ჩადენის მომენტში ან შესაბამისად უფლებამოსილი პირის ნებართვით.
    Source: გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა დოკუმენტები / [საქ. ახალგ. იურისტთა ასოციაცია] - თბ.: [საია], 1999 - წ. 2 - , 2005,

  2. სისხლის სამართლის პროცესში აღკვეთის ღონისძიება. იგი გამოიყენება მხოლოდ იმ პირის მიმართ, რომელსაც ბრალად ედება ისეთი დანაშაულის ჩადენა, რისთვისაც კანონით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ორ წელზე მეტი ვადით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ბრალდებულმა დაარღვია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიება. დაპატიმრება, როგორც წესი, არ გამოიყენება მძიმე ავადმყოფის, ხანდაზმულის, ორსული და ჩვილბავშვიანი ქალის მიმართ. პატიმრობის ვადა საქმის გამოძიებისას არ შეიძლება აღემატებოდეს სამ თვეს. უფლებამოსილი პროკურორის შუამდგომლობით, პატიმრობის ვადა, კანონით დადგენილი წესით, შეიძლება გააგრძელოს მოსამართლემ, მაგრამ არა უმეტეს 9 თვისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ ბრალდებული დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
    Source: ჩვენი კონსტიტუცია: საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ.: ფონდი Alpe, 2005.,

  3. პირისათვის თავისუფლების აღკვეთა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი არის მსჯავრდება ჩადენილი დანაშაულისათვის.
    Source: კონორ ფოული/ წამების დასამარცხებლად: სახელმძღვ. მოსამართლეებისა და პროკურორებისათვის; [რედ.: გიორგი ჯოხაძე, ლაშა ჭელიძე; საქ. სახალხო დამცველის აპარატი] - თბ., 2006.
  4. პირის შეპყრობა სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულისთვის ან ხელისუფლების განკარგულებით
    Source: თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება / [თარგმ.: გიორგი კუკულავა, ზვიად მირგატია, გიორგი ჯოხაძე; რედ.: ირაკლი სესიაშვილი, ავთანდილ სვანიძე] - თბ.: საია, 2003
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9