1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კვა კვე კვლ კვო

კვაზისახელმწიფო

დასავლურ სოციალურ მეცნიერებაში უზარმაზარი ლიტერატურაა ე. წ. „კვაზისახელმწიფოს“ შესახებ, რომელიც გულისხმობს შემდეგს: როცა სახელმწიფო არ ან ვერ იცავს თავის მოქალაქეთა ინტერესებს, სოციუმი თავად ქმნის შესაბამის არაოფიციალურ სტრუქტურებს. ამის ნათელი მაგალითია ფრანგი დამპყრობლების (ანჟუს დინასტიის) წინააღმდეგ სიცილიაზე შუა საუკუნეებში შექმნილი მაფია (აბრევიატურა სლოგანისა: სიკვდილი ფრანგებს, იტალია ცოცხლობს), ასევე ე. წ. ქურდული მენტალიტეტის გაძლიერება რუსეთის იმპერიაში და ბოლშევიკურ საბჭოთა კავშირში – როცა სახელმწიფო არ მიცავს, მე თვითონ ვპოულობ სამართალს ჩემს სტრუქტურებში: მოსამართლის ნაცვლად – კანონიერი ქურდი, კანონის ნაცვლად – ქურდული გაგება, ბიუჯეტის ნაცვლად – „ობშჩიაკი“, პარლამენტის ნაცვლად – „მალინა“. ამავე მენტალობის გამოძახილია ე. წ. „კაი ბიჭობა“/ „ფულის მკეთებლობა“ („დელეცობა“) განსაკუთრებით ჩაგრული ერების წარმომადგენლებში, რომელთათვისაც საბჭოთა კავშირი არ აღიქმებოდა სამშობლოდ – საკუთარ სახელმწიფოდ. ამ კვაზისტრუქტურების წინააღმდეგ გამოსვლა ცუდ ტონად („ბოზობა“, „ნასედკობა“) ითვლებოდა და საკუთარი სოციუმის („სამშობლოს“) ღალატის ტოლფასი იყო.
Source: დემოკრატიაზე გარდამავალი პერიოდი და აქტიური მოქალაქეობა: სატრენინგო მასალები / შემდგ.: მალხაზ ბეგიაშვილი, დავით ბოსტოღანაშვილი, დიანა ლეჟავა და სხვ. - თბ., 2007
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9