1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

პა პე პი პლ პნ პო პრ პტ პუ
პლა პლე პლი პლო პლუ

პლურალიზმი

  1. L. pluralis-მრავალი
    ხელისუფლების სისტემა, რომელიც დაფუძნებულია ძირითადი პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების (მათ შორის საზოგადოებრივი ორგანიზაციების) ურთიერთმოქმედებაზე.
    Source: დემოკრატიაზე გარდამავალი პერიოდი და აქტიური მოქალაქეობა: სატრენინგო მასალები / შემდგ.: მალხაზ ბეგიაშვილი, დავით ბოსტოღანაშვილი, დიანა ლეჟავა და სხვ. - თბ., 2007
  2. ზოგადი ტერმინი, გავრცელებული ამერიკულ პოლიტიკურ მეცნიერებაში. იყენებენ საერთაშორისო ურთიერთობათა ის თეორეტიკოსები, რომლებიც უარყოფენ სახელმწიფოს უპირველესობის რეალისტურ მრწმასს.
    Source: სანიკიძე, გიორგი, კიღურაძე, ნინო. თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები: მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია: [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა]; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ. : მერიდიანი, 2001
  3. Merriam-Webster Online Dictionary–ის მიხედვით, ის წარმოადგენს „საზოგადოების მდგომარეობას, რომელშიც განსხვავებული ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური თუ სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები დამოუკიდებელნი არიან საერთო ცივილიზაციის საზღვრებში საკუთარი ტრადიციული კულტურისა თუ განსაკუთრებული ინტერესების განვითარებისა და ამ პროცესში მონაწილეობის თვალსაზრისით”; ასევე ლექსიკონი განსაზღვრავს მას, როგორც „ცნებას, დოქტრინას ან პოლიტიკურ კურსს, რომელიც ამ მდგომარეობას გამოხატავს“.
    Source: სოლიდარობა №1(22),– [რედაქტორი: ნინო ცინცაძე დიზაინი: ბესიკ დანელია ფოტო: ლევან ხერხეულიძე მარიკა ასათიანი რედკოლეგია: სოზარ სუბარი ბექა მინდიაშვილი თამარ შამილი სერგო რატიანი],– ჟურნალი მოამზადებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,იბეჭდება გაეროს განვითარების პროგრამის და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.–2008
  4. არჩევანის მრავალფეროვნების რწმენა, ან იმის რწმენა, რომ პოლიტიკური ძალა ფართოდ და თანაბრად არის ან უნდა იყოს განაწილებული.
    Source: პოლიტიკური იდეოლოგიები: შესავალი კურსი / ენდრიუ ჰეივუდი; [მთარგმნ.: თამარ ბაკურაძე და სხვ.; რედ.: ლაშა ბერაია, ზეინაბ სარაძე]. - მე-3 გამოც.. - თბ.: ლოგოს პრესი, 2004. - 432გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9