1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ადა ადგ ადე ადვ ადი ადმ ადო ადრ

ადამიანის უფლებათა კომისია

გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომისიაში ამჟამად შედის ორმოცდაცამეტი წევრი სახელმწიფო (დანიშნული როტაციის საფუძველზე), რომლებიც ყოველი წლის მარტ-აპრილში ხვდებიან ჟენევაში. მათ შეხვედრებს ესწრებიან სხვა სახელმწიფოები და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები. ადამიანის უფლებათა კომისია პირველად 1947 წელს შეიკრიბა. მისი მიზანი იყო ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პროექტის ჩამოყალიბება. ამ მიზნის მიღწევის შემდეგ, კომისიამ გადაწყვიტა ადამიანის საერთაშორისო უფლებათა სტანდარტების დადგენა. მიუხედავად ამისა, მას ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული დარღვევების განხილვის უფლება არ ჰქონდა 1967 წლამდე. მას შემდეგ მან ჩამოაყალიბა და ხელმძღვანელობა გაუწია კონვენციის-გარეთა მექანიზმებს ადამიანის უფლებათა აღსრულებისათვის. ფაქტების მოძიების მისი შესაძლებლობა ასევე გაფართოვდა გარკვეულ ქვეყნებზე–საკითხებზე მომუშავე საგანგებო მომხსენებლების და სამუშაო ჯგუფების ინსტიტუტის შემოღების შემდეგ.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9