1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ადა ადგ ადე ადვ ადი ადმ ადო ადრ

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ბილი

შედგება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციისგან, საერთაშორისო პაქტისაგან სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ და მასზე დართული ორი დამატებითი ოქმისაგან და საერთაშორისო პაქტისაგან ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ. მას გაერთეიანებული ერების ორგანიზაცია მოიხსენიებს, როგორც „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საქმიანობის ეთიკურ და იურიდიულ საფუძველს, რომელსაც ემყარება ადამიანის უფლებათა დაცვისა და ხელშეწყობის საერთაშორისო სისტემის წინსვლა" (ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი, ფაქტების ფურცელი №22, გვ. 3). ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ბილი აღწერილია როგორც „საკვანძო მოვლენა ადამიანის უფლებათა დაცვის ისტორიაში, ჭეშმარიტ თავისუფლებათა დიდი ქარტია, რომელმაც კაცობრიობა მიიყვანა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფაზამდე: ადამიანის ღირსებისა და მნიშვნელობის გააზრებამდე“ (ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი, უფლებათა საერთაშორისო ბილი, ფაქტების ფურცელი №2). ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ბილის შექმნა ზოგჯერ განიხილება, როგორც ნაგულისხმევი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში. და მართლაც, დაწყებული ერთა ლიგიდან, უფლებათა მინიმალური სტანდარტების დადგენა ყოველთვის იდგა დღის წესრიგში. თავის პრიველ სესიაზე გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დეკლარაცია განსახილველად გადასცა ეკონომიკური და სოციალური საკითხების საბჭოს და მის ახალ ქვე-ორგანოს, რომელსაც ეწოდებოდა ადამიანის უფლებათა კომისია. თავდაპირველად, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ბილი უნდა შეედგინა სამ სამუშაო ჯგუფს, რომელთაგან ერთი მუშაობდა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების ზოგად დეკლარაციაზე, მეორე – უფლებების უფრო დაწვრილებით ჩამოყალიბებაზე (უფლებათა პაქტი), ხოლო მესამე – იმპლემენტაციის მექანიზმზე. შეზღუდული დროის გამო, დადგენილი სტანდარტით მხოლოდ დეკლარაციის ხელახალი პროექტის შედგენა გახდა შესაძლებელი პარიზის გენერალური ასამბლეის დროისთვის. 1948 წლის 10 დეკემბრის 217A (III) რეზოლუციით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია. ეს იყო პირველი გაბედული ნაბიჯი ადამიანის უფლებათა შესახებ საერთაშორისო ბილის ჩამოყალიბებისკენ.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9