1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ადა ადგ ადე ადვ ადი ადმ ადო ადრ

ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი

  1. ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მანდატი განსაზღვრული გაერო-ს წესდების მუხლებში 1, 13 და 55. მისი მისიაა „ადამიანის უფლებათა დაცვა და ხელშეწყობა“. მაღალი ეფექტიანობის მიღწევის მიზნით, 1997 წელს გაერთიანდნენ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი და ადამიანის უფლებათა ცენტრი. აღნიშნულის შედეგად უმაღლესი კომისრის ოფისი უზრუნველყოფს სამდივნო მხარდაჭერას სახელშეკრულებო მონიტორინგის ორგანოებისთვის. უმაღლესი კომისრის ადგილსამყოფელი ჟენევაშია (შვეიცარია), თუმცა მისი ოფისი (და დირექტორი) იმყოფება ნიუ-იორკში. ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის თანამდებობა დადგინდა გენერალური ასამბლეის 1993 წლის 20 დეკემბრის რეზოლუციით №48/141 (A/RES/48/ 141). მე-2 მუხლი უმაღლესი კომისრისგან მოითხოვს უნაკლო მორალურ სახეს, მაღალ პიროვნულ თვისებებს და გამოცდილებას როგორც ადამიანის უფლებებთან, ასევე გლობალური საზოგადოების მრავალფეროვანი კულტურების წვდომასთან დაკავშირებით. დანიშვნას ახორციელებს გაერო-ს გენერალური მდივანი, რომელიც, თავის მხრივ, დამტკიცებულია გენერალური ასამბლეის მიერ. უმაღლესი კომისარი ირჩევა ოთხწლიანი ვადით და გეოგრაფიული როტაციის გათვალისწინებით. გაერო-ს სისტემაში აღნიშნული თანამდებობა შეესატყვისება გენერალური მდვინის მოადგილის დონეს. უმაღლესი კომისრის უმთავრესი პასუხისმგებლობა ეხება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ გაერო-ს იმ ღონისძიებებს, რომლებსაც მართავს გენერალური მდივანი. მის პასუხისმგებლობაში შედის ადამიანის უფლებათა დაცვის და პროპაგანდის კოორდინირება გაერო-ს მთელ სისტემაში, საკონსულტაციო მომსახურების გაწევა, ტექნიკური და ფინანსური დახმარება ადამიანის უფლებათა სფეროში, აქტიური მონაწილეობა ადამიანის უფლებების წინაშე არსებული ბარიერების მოხსნაში, ადამიანის უფლებების ხელშეწყობასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო და საინფორმაციო პროგრამების ჩამოყალიბება და არსებული სისტემის მოდერნიზება მისი ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით. ადამიანის უფლებათა დაცვასა და ხელშეწყობასთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოვების მიზნით უმაღლესი კომისარი ასევე ჩართულია დიალოგში მთავრობებთან. უმაღლესი კომისარი განსაზღვრავს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ქმედებების ცენტრალურ საკითხებს გაერო-ს ეგიდით, ანუ „ადამიანურ სახეს“ ადამიანის საერთაშორისო უფლებებისთვის. ზემოხსენებული ქმედებების და გამოსვლების, ბრიფინგების, პუბლიკაციების და კონფერენციების საშუალებით უმაღლესი კომისარი იბრძვის ადამიანის უფლებებისთვის მაღალი საზოგადოებრივი პროფილის შესანარჩუნებლად. ამის ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა საკითხებში განათლების ათწლეული.
    Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
  2. ორგანიზაციის უმაღლესი რანგის ერთ-ერთ ჩინოსნად ითვლება. ის მსხვერპლთა სახელით მოქმედებს თავისი მორალური ავტორიტეტულობის საფუძველზე.
    უმაღლესი კომისარი განსაზღვრავს ოფისის მისიასა და ფასეულობებს, ახდენს პრიორიტეტთა იდენტიფიცირებას, ხელმძღვანელობს მათ განხორციელებას. უმაღლესი კომისარი ხშირად აკეთებს საჯარო განცხადებებსა და მოწოდებებს ადამიანის უფლებათა სფეროში განვითარებული კრიზისების საპასუხოდ. უმაღლესი კომისარი ბევრს მოგზაურობს, რათა უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ინფორმაციის მიტანა მსოფლიოს გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ორგანიზაციის უმაღლესი რანგის ერთ-ერთ ჩინოსნად ითვლება. ის მსხვერპლთა სახელით მოქმედებს თავისი მორალური ავტორიტეტულობის საფუძველზე.
    უმაღლესი კომისარი განსაზღვრავს ოფისის მისიასა და ფასეულობებს, ახდენს პრიორიტეტთა იდენტიფიცირებას, ხელმძღვანელობს მათ განხორციელებას. უმაღლესი კომისარი ხშირად აკეთებს საჯარო განცხადებებსა და მოწოდებებს ადამიანის უფლებათა სფეროში განვითარებული კრიზისების საპასუხოდ. უმაღლესი კომისარი ბევრს მოგზაურობს, რათა უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ინფორმაციის მიტანა მსოფლიოს ყველა კუთხეში. ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნულ დონეზე გაძლიერების მიზნით ის აწარმოებს დიალოგს და კონსტრუქციულ თანამშრომლობას ამყარებს ქვეყნების მთავრობებთან.
    უმაღლესი კომისარი ხელს უწყობს გაერთიანებული ერების ყველა პროგრამაში ადამიანის უფლებათა კომპონენტის დანერგვას. მისი მიზანია გაერთიანებული ერების სამი უმნიშვნელოვანესი მიზნის - მშვიდობისა და უსაფრთხოების, განვითარებისა და ადამიანის უფლებების - ურთიერთდაკავშირებულობის და ურთიერთგაძლიერების უზრუნველყოფა.
    Source: გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა პროგრამასთან თანამშრომლობა. /დამხმარე სახელმძღვანელო სამოქალაქო საზოგადოებისათვის.[გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი],-2008
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9