1 2 3 4 5 6 7 8 9
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

აა აბ აგ ად ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც აჭ ახ აჰ
ადა ადგ ადე ადვ ადი ადმ ადო ადრ

ადამიანის უფლებათა და ბიომედიცინის კონვენცია

1997 წელს ევროპის საბჭომ შეადგინა ბიომედიცინასთან, ახალ სფეროსთან დაკავშირებული კონვენცია, რომელსაც სერიოზული ზეგავლენა აქვს ადამიანის უფლებებზე. კონვენციას მოჰყვა 1998 წლის დამატებითი ოქმი ადამინის კლონირების შესახებ. აღნიშნული დოკუმენტი მიზნად ისახავს ბიომედიცინაში მიღწევების გამოყენების ხელშეწყობას, თუმცა ამავე დროს არეგულირებს ახალი ტექნოლოგიის ნებისმიერ იმგვარ გამოყენებას, რომელმაც შეიძლება მუქარა შეუქმნას პიროვნების ღირსებას. იღებს რა სათავეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა დეკლარაციიდან, იგი ადგენს ადამიანის ღირსების უზენაესობას, რომელიც საზოგადოებისა თუ მეცნიერების ინტერესებზე უფრო მაღლა დგას (მუხლი 2). კონვენცია ადგენს წესებს პაციენტის თანხმობის შესახებ სამედიცინო მომსახურებასთან, პირადი ცხოვრების დაცვასა და ინფომაციის უფლებასთან, ადამიანის გენეტიკურ ჩარევასა და დისკრიმინაციასთან, სამეცნიერო კვლევში ჩართულ ადამიანთა დაცვასთან, ორგანოებისა და ქსოვილის ამოღებასა და ადამიანის სხეულის განკარგვასთან დაკავშირებით. პირველი დამატებითი ოქმი კიდევ უფრო აფართოვებს ამ აზრს და კრძალავს „ნებისმიერ ჩარევას ერთი ადამიანის, ცოცხალის თუ გარდაცვლილის, გენეტიკურად მსგავსი მეორე ადამიანის შექმნაში“ (მუხლი 1 (1)), ხოლო შემდეგი ოქმი ეხება ადამიანის ორგანოებისა და მათი ქსოვილების გადანერგვას.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9